დაგვიკავშირდით
+995 598 97 71 17 info.geoadvokati@gmail.com

დავით ახალაური

აპრილი 3, 2026
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2017 წლის საერთო კრებაზე ჩატარებული არჩევნების შედეგებით დავით ახალაური გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრი.
2019-2021  წლებში   დავით ახალაური არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის   სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.
2000 2005 წლებში დავითი სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა თბილისის საერო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2006 2007 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური და 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2008 წლის იანვრიდან დავით ახალაურმა საადვოკატო საქმიანობა დაიწყო და მოგვიანებით ჩამოაყალიბა შპს ,,ადათი“, ასევე ჩამოაყალიბა ,,დავით ახალაურის იურიდიული გუნდი“, სადაც დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას. აქვს საადვოკატო ოფისები თელავში და თბილისში.
დავით ახალაური ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დღიდან სისტემატიურად გადიოდა განგრძობადი იურიდიული განათლების სხვადასხვა კურსებს სამართლის აქტუალურ საკითხებზე და მოიპოვა უამრავი სერთიფიკატი, ასევე შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ გახდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალისტი ადვოკატი დაასევე სამოქალაქო საქმეებზე არასრულოვანთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი.
2017 წლიდან გახდა ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი (სასწავლო მოდული:,,სიცოცხლის წინაარმდეგ მიმართული დანაშაულები“), აგრეთვე არის ადვოკატთა პროფესიული კავშირების თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი.
2018 წლიდან დავით ახალაური აქტიურად ჩაერთო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში ადვოკატის უფლებების დაცვს კუთხით და სარავიზიო კომისიის პარალელურად მოღვაწეობდა ადვოკატის უფლებათა დაცვის თბილისის კომიტეტში წევრად, ხოლო ადვოკატის უფლებათა დაცვის კახეთის კომიტეტში - თავჯდომარედ.
2018 წელს დავით ახალაურმა, მთელს საქართველოსა და ევროპაში ელექტრონულად ადვოკატის მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით შექმნა იურიდიული პლატფორმა - ელექტრონული პორტალი ,,GEOADVOKATI “ .