სტატიათა კონკურსი
დავით ახალაურის საადვოკატო გუნდი აცხადებს სტატიების კონკურსს. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული. გამარჯვებული სტატია შეირჩევა ორი გზით, პირველი ადგილის მფლობელს გამოავლენს ჩვენი გუნდი სტატიის შეფასების შედეგად, ხოლო მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდებიან საზოგადოების მიერ, სოციალურ ქსელში (facebook-ში) სტატიის გაზიარების რაოდენობის შესაბამისად, მეორე–მესამე ადგილის მოიპოვებს ის სტატია, რომლებიც სხვა კონკურსანტებზე მეტ გაზიარებას დააგროვებს. კონკურსში მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატი, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცემათ უახლესი იურიდიული ლიტერატურა სტატიის თემატიკიდან გამომდინარე. პრიზიორ სტატიებთან ერთად ვებ-გვერდზე geoadvokati.ge –ზე გამოქვეყნდება აგრეთვე ის სტატიებიც, რომლებიც სამართლებრივ თალსაზრისით წარმოადგენს მნიშვნელოვან სიახლეს და ხელს უწყობს სამართლებრივი სფეროს განვითარებას.
ინფორმაცია სტატიების წარდგენის მსურველთათვის
სტატიის ავტორი თავისუფალია თემის არჩევაში, სასურველია სტატია უკავშირდებოდეს სამართლის სფეროს აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს.
სტატების წარდგენა შეუძლიათ, საქრთველოში არსებული აკრედიტირებული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის ან ბაკალავრიატის სტუდენტენტებს.
სტატიის წარდგენა შესაძლებელი 2022 წლის 30 მარტის ჩათვლით.
სტატიის გამოსაზავნად გამოიყენეთ geoadvokati-ის ელექტრინული ფოსტა: geoadvokati@gmail.com
- ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური, არ უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული;
- ნაშრომი უნდა იყოს აქტუალური;
- ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში ჩართვას ან ახალი დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები და დასაბუთებული მოსაზრებები;
- ნაშრომი მნიშვნელოვანი უნდა იყოს სამართლის მეცნიერების განვითარებისთვის;
- ნაშრომში კვლევის მეთოდოლოგიის არსებობის შემთხვევაში, იგი სრულად უნდა იყოს დაცული.
ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები
სტატია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. სტატიას თან უნდა ახლდეს ავტორის მოკლე რეზიუმე (ან ავტობიოგრაფია, CV+ფოტოსურათი). რედაქტირებისას, შესაძლებელია, სტატიების ზომისა და შინაარსის კორექტირება. ყველა ტიპის სტატია დამუშავდება ვიზუალური თვალსაზრისით, შესაძლოა შეიცვალოს შრიფტი, შრიფტის ფერები, გვერდის არეები (page margins), ხაზებს შორის დაშორება (line spacing), აბზაცებს შორის დაშორება (paragraph spacing) და ფორმატირების სხვა საკითხები.
სტატიის მოცულობა უნდა იყოს:
- არაუმეტეს 800 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);
- ნაშრომს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მეთოდოლოგია და მის მიხედვით იყოს აგებული (consistency);
- სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, გამოყოფილი სათაურები;
- ფონტის ზომა – ქართული – 12;
- სათაურები – გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ტელ: 597051101. ელექტრინული ფოსტა: geoadvokati@gmail.com