დაგვიკავშირდით
+995 598 97 71 17 info.geoadvokati@gmail.com

სისხლის სამართალი

მოწმისა და დაზარალებულის წარმომადგენლობა და კონსულტაციის გაწევას (მათ შორის არასრულწლოვნის): მოწმისა და დაზარალებულის წარმომადგენლობა და კონსულტაციის  გაწევა მოიცავს  უფლებების დაცვას საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში, საგამოძიებო მოქმედებაზე დასწრებას.   საგამოძიებო ორგანოებში, პროკურატურასა და სასამართლოში გამოძიების ეტაპზე და გამოძიების დაწყებამდეც იურიდიულ მომსახურებასა და კონსულტაციას.

ინტერესების დაცვა განრიდებისა და საპროცესო   შეთანხმების დადებისას (მათ შორის არასრულწლოვნის): თუ  სისლის სამართლის საქმეზე გაქვთ საპროცესო შეთანხმების გაფორმების ინტერესი და მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე, მისი  გაფორმებისათვის სავალდებულოდ გესაჭიროებათ ადვოკატის მონაწილეობა.  ასეთ შემთხვევაში geoadvokati.ge გთავაზობთ ფასდაკლების პაკეტს 400 ლარად. აღნულში შედის : ა) ადვოკატის კონსულტაცია; ბ)  მოლაპარარაკება ; გ) შეთანხმების არსის რევიზია; დ) შეთანხმების გაფორმება;   ე) შეთანხმების დამტკიებაში მონაწილეობა.    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამომძიებელი ვალდებულია მოგცეთ ვადა ადოკატის შესარჩევად. გარდა ამისა, გირჩევთ  ნუ აიყვანთ ადვოკატს სამართალდამაცავების რეკომენდაციით. 

ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინტერესების დაცვა  ნებისმიერ სტადიაზე და სასამართლო ინსტანციაში (მათ შორის არასრულწლოვნის): ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინტერესების დაცვა   ნებისმიერ სტადიაზე და სასამართლო ინსტანციაში, გულისხმობს იმას რომ ხორციელდება სრული საადვოკატო მომსახურეობა, საგამოძიებო ორგანოებთან წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, განცხადებებისა და საჩივრების შედგენა, სასამართლო განხილვებში წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვას.