დაგვიკავშირდით
+995 598 97 71 17 info.geoadvokati@gmail.com

დავით ახალაური ქ.თელავი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2017 წლის საერთო კრებაზე ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვთ დავით ახალაურმა გაიმარჯვა სარევიზიო კომისიის წევრის პოზიციაზე და გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრი.

ამ პერიოდიდან დავით ახალაური პარალელურად მოღვაწეობს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კახეთის კომიტეტში – თავჯდომარედ და თბილისის კომიტეტის წევრად. არის ასევე ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი. დავით ახალაური დაიბადა 1983 წლის 16 სექტემბერს ქალაქ ახმეტაში.

2000 – 2005 წლებში სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა თბილისის საერო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2006-2007 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

2008 წლის იანვრიდან დავით ახალაურმა საადვოკატო საქმიანობა დაიწყო ახმეტის რაიონული სასამართლოს ყოფილ თავჯდომარესთან გელა შაშიაშვილთან ერთად შექმნილ საადვოკატო ბიუროში. მოგვიანებით ჩამოაყალიბა შპს ,,ადათი“, ასევე ჩამოაყალიბა ე.წ ,,დავით ახალაურის იურიდიული ოფისი“, სადაც დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას . დავით ახალაური ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დღიდან სისტემატიურად გადიოდა განგრძობადი იურიდიული განათლების სხვადასხვა კურსებს სამართლის აქტუალურ საკითხებზე და მოიპოვა უამრავი სერთიფიკატი, ასევე შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ გახდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალისტი ადვოკატი. 2017 წლიდან გახდა ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი (სასწავლო მოდული: ,,სიცოცხლის წინაარმდეგ მიმართული დანაშაულები“). არის ადვოკატთა პროფესიული კავშირების თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 2017 წელს კენჭი იყარა საქართველოს ადოკატთა ასოციაციის მმართველ ორგანოთა არჩევნებში და ადვოკატების მიერ 4 წლით არჩეული იქნა ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრად. 2018 წლიდან დავით ახალაური აქტიურად ჩაერთო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში ადვოკატის უფლებების დაცვს კუთხით და სარავიზიო კომისიის პარალელურად მოღვაწეობს ადვოკატის უფლებათა დაცვის თბილისის კომიტეტში – წევრად , ხოლო ადვოკატის უფლებათა დაცვის კახეთის კომიტეტში – თავჯდომარედ. 2018 წელს დავით ახალაურმა, მთელს საქართველოსა და ვროპაში ელექტრონულად ადვოკატის მომსახურების მიზნით შექმნა კერძო ელექტრონული პორტალი ,,GEOADVOKATI “ .

გააზიარე სტატია