დავით ახალაური (ნაშრომი) განზრახ მკვლელობა შემამსუბუქებელ გარემოებებში (აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი მკვლელობა; მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით;დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა)
შესავალი: ისეთი უმძიმესი დანაშაული, როგორიც მკვლელობაა, თანამედროვე სისხლის სამართალში, დანაშაულთა შორის ყვველაზე მკაცრ სასჯელს იწვევს. ადამიანისათვის სიცოცხლის მოსპობა როგორც ეთიკური ასევე მორალური თვალსაზრისითაც დასაგმობია.
საქართველოს კონსტიტუცია და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი აღიარებს, რომ ადამიანის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი უფლება _ სიცოცხლეა.
კერძოდ კი, საქართველოს კონსტიტუციის 15-ე მუხლის პირველ პუნქტში ნათქვამია: სიცოცხლე ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა და მას იცავს კანონი~.1 აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლი მიგვითითებს, რომადამიანს აქვს სიცოცხლის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე, მიუხედავად მისი ეროვნებისა, რასისა რწმენისა, ასაკისა თუ საზოგადოებრივი მდგომარეობისა თანაბრადაა დაცული.
ჩვენს მიერ განსახილველი თემა _ განზრახ მკვლელობა შემამსუბუქებელ გარემოებებში, პრივილეგირებული სახის მკვლელობებს მიეკუთვნება. იგი მოიცავს სამ დანაშაულს: მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით (საქ. სსკ. მუხლი 110.), განზრახ მკვლელობა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში (საქ. სსკ. მუხლი 111) და დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა. (საქ. სსკ. მუხლი 112).
აღნიშნული დანაშაულებების შემამსუბუქებელი ხასიათი (პრივილეგია) მდგომარეობს იმაში, რომ ასეთი მკვლელობების დროს, კვალიფიციური მკვლელობებისგან (როდესაც პირი წინასწარ გეგმავს დანაშაულს და როდესაც მართლზომიერ სულიერ მღელვარებას ან შეურაცხადობას ადგილი არ აქვს) განსხვავებით, სისხლის სამართლებრივი უმართლობა შედარებით დაბალია. კერძოდ, ეს დანაშაულები ისეთი გარემოებებისას, მოტივით და საერთოდ ისეთი სუბიექტური მხარის ნიშნებით ხასიათდება, რაც კვალიფიციური მკვლელობებისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი სასჯელით ისჯება. ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა შედეგი ერთი და იგივეა _ ორივე შემთხვევაში დამნაშავე ადამიანის სიცოცხლეს ხელყოფს.
ასეთი მკვლელობები განზრახი დანაშაულებებია და როდესაც განზრახვაზე ვლაპარაკობთ მასზე ხაზგასმა აუცილებლობას წარმოადგენს. ყოველი განზრახვა კონკრეტულ მიზანს ემსახურება და ამოსავალი წერტილიც სწორედ მათში უნდა ვეძიოთ. მკვლელობის განზრახვის აღმოცენება, ყოველთვის რაღაც საბაბთანაა დაკავშირებული, მაგრამ რა საბაბი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც კლავს ადამიანს? მართალია მკვლელი-მკვლელია მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ზოგ შემთხვევაში დამნაშავეს აქვს ისეთი არგუმენტები, რომელიც ნაწილობრივ ამართლებს მის ქმედებას.
კანონი ამბობს, რომ მკვლელი უნდა დავსაჯოთ, მაგრამ ყველას ერთნაირად ვერ დავსჯით. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა მიზეზი ჰქონდა მას, თუ რა არის მკვლელობის მოტივი. მკვლელობა წარმოადგენს ადამიანისათვის მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო სიცოცხლის მოსპობას. შემამსუბუქებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაშიც გვაქვს სამართლებრივი უმართლობა, მაგრამ მისი ხარისხი შედარებით დაბალია.
წინამდებარე განსახილველი სამი მუხლიდან, ერთ-ერთი, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სიახლეს წარმოადგენს. მას დანარჩენ ორთან, აფექტურ მკვლელობასთან და მსხვერპლის თხოვნით ჩადენილ მკვლელობასთან ის აერთიანებს, რომ სამივე სახის მკვლელობაში ფიგურირებს ფსიქოლოგიური ფაქტორი, რაც სამივე დანაშაულში სხვადასხვა თავისებურებით წარმოაჩენს თავს. თუ რა როლს ასრულებს ფსიქოლოგიური ფაქტორი ამ მკვლელობათა განზრახვის აღმოცენებაში, ეს წინამდებარე ნაშრომშია განხილული. განსახილველი მუხლები სწორედ ზემოაღნიშნულით განსხვავდება სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანარჩენი ექვსი დანაშაულისგან.
სწორედ ამიტომაა ეს თემა აქტუალური. იგი ფართო განხილვას საჭიროებს, რათა კვალიფიკაციის დროს კვალიფიციური სახის მკვლელობებში არ აგვერიოს. ეს იმ მიზანს ემსახურება, რომ სასამართლო ხელისუფლებამ არ დაუშვას შეცდომა და შესაბამისად არაობიექტური მსჯავრდება თავიდან ავიცილოთ.
სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლები მიუთითებს ასეთი მკვლელობების შესაბამისი დასჯადობის განსაზღვრულ ვადებს. დანარჩენი კი სასამართლოს პრეროგატივაა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტდა დამნაშავის დასჯის საკითხს.
მთელი რიგი იურისტების აზრით, ასეთი დანაშაულები მწვავე სოციალურ-ეკონომიკური და ზნეობრივ-მორალური პროცესების შედეგია და მათი მკაცრი დასჯით სასჯელის მიზანი ვერ განხორციელდება.
წინამდებარე ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია მკვლელობის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების რაობაზე, მითითებული დანაშაულების წარსულზე, რა თქმა უნდა დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხზე და რაც მთავარია ხსენებული დანაშაულების მოტივებზე ურთიერთსაპირისპირო აზრების მოყვანილი. განხილულია თუ რაში მდგომარეობს თვით ამ დანაშაულებების არსი და მათი შემამსუბუქებელი ხასიათი.
თავი I
მკვლელობისათვის პასუხისმგებლობის განვითარების ისტორია
როდესაც ისტორიას გადავხედავთ და გავეცნობით, ადამიანთა განვითარების ეტაპებს, თვალნათლივ წარმოგვიდგება თუ როგორ ყალიბდებოდა სამართალი. ჩაგრული ფენის „სადავეებს“ სამართალი წარმოადგენდა და შესაბამისად სამართლის სუბიექტებიც ჩაგრული ფენის წარმომადგენლები იყვნენ. მაგალითად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა ადამიანისათვის სიცოცხლის მოსპობა, დაბალი ფენის წარმომადგენლებს უმკაცრესი სასჯელით სჯიდნენ. ამავე დროს გაბატონებული ფენის წარმომადგენლებს ჩაგრულთა სიცოცხლის მოსპობისათვის არავინ სჯიდა.
მონათმფლობელური წესწყობილების დროს მონათმფლობელები უმოწყალოდ ჯლეტდნენ მონებს. ჩაგრულთა ფენის საკითხი ანალოგიურად წყდებოდა დანარჩენ საზოგადოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციებშიც. მაგალითად ბურჟუაზიული სისხლის სამართლის კოდექსი შეიცავს თავს, რომელიც ითვალისწინებს პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. თითოეული ბურჟუაზიული სისხლის სამართლის კოდექსი მკვლელობას ითვალისწინებს, როგორც პიროვნების წინაარმდეგ მიმართულ უმძიმეს დანაშაულს. მიუხედავად ამისა ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ყველა მკვლელობა არ ხვდება სისხლის სამართლის კანონის მუქარას. ასე მაგალითად: რემედასის აღმასრულებელი კომიტეტის ცნობები თეთრი ტერორის მსხვერპლთა შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ის არასრულია, ცხადად გვიჩვენებს ბურჟუაზიული სისხლიანი ტერორის მძვინვარებას. 10 წლის არასრული გაანგარიშებით (1925-1934 წწ.) თეთრი ტერორის მსხვერპლთა _ დახოცილთა და დაჭრილთა რიცხვი 5 მილიონ კაცს აჭარბებს.
განსახილველი პრივილეგირებული მკვლელობები: 1) მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით; 2) განზრახ მკვლელობა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; და 3) დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა. ასეთი სახის მკვლელობები სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად იყო გაგებული და შესაბამისი სასჯელებით ისჯებოდა. მაგალითად მსხვერპლის თხოვნით ჩადენილი მკვლელობა ოდითგანვე გაგებული იყო, როგორც ჰუმანური აქტი.
საკითხი `არასრულფასოვანი სიცოცხლის~ და შესაბამისად მისი მოსპობის უფლების შესახებ 1920 წ. გერმანიის კრიმინალისტურ ლიტერატურაში ცნობილმა კრიმინალისტმა კ. ბინდინგმა აღძრა. მისი აზრით დასაშვები იყო განუკურნავი ფიზიკურად მძიმე ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა, რომელებიც უსათუოდ დაიღუპებიან და წამებისათვის თავის დაღწევა სურთ. აგრეთვე იმ პირთა სიცოცხლის მოსპობა, რომლებიც რაიმე უბედურების გამო უგრძნობ მდგომარეობაში იმყოფებიან, იმ პირობით თუკი ისინი ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ არსებობის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან.
ანტიკური ფილოსოფიური აზროვნების კლასიკოსის, პლატონის, აზრით (428-348 ზვ.წ.აღ.), ასეთი ადამიანები უნდა მოესპოთ. მისი შეხედულებით, სახელმწიფოს მოქალაქეები ჯანმრთელნი და მოწესრიგებულნი უნდა ყოფილიყვნენ, რათა მათი აღზრდა ისე წარიმართოს, რომ სახელმწიფოში სამედიცინო და სასამართლო დაწესებულებები ზედმეტი გახდეს.1 პლატონის შეხედულება გამომდინარეობდა იმ დროისათვის დამახასიათებელი ზნეობრივი პრინციპებიდან. პარადოქსული ის არის, რომ ისტორიულმა სინამდვილემ ასეთი შეხედულებების ხანგრძლივი ბატონობა განაპირობა. 2
ინგლისელი ჰუმანისტი თომას მორი (1478-1535 წწ.) თავის ძირითად შრომაში უტოპია~ მსჯელობდა რა უკურნებელი სენით დაავადებულთა მოვლის, მათთვის ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის შემსუბუქებაზე, აღნიშნავდა:მაგრამ თუ უკანასკნელ სენს ზედ ემატება აუტანელი ტკივილი, რომელიც ვერაფრით ვერ შეუმსუბუქებიათ, მაშინ მღვდელმსახურნი და ხელისუფალნი ინახულებენ ბედშავს და ეუბნებიან: ამ მდგომარეობაში მოკლებული ხარ სიცოცხლის ყველა სიკეთეს და ფუნქციას. სინამდვილეში საკუთარ სიკვდილს განიცდი და მძიმე ტვირთად აწვები საკუთარ თავსაც და სხვებსაც. რად გინდა გაიხანგრძლივო ასეთი სიცოცხლე, რომელიც შენთვის წამების დაუსრულებელი ჯაჭვია . . . გაწყვიტე ეს ჯაჭვი ნებაყოფლობით, გაითავისუფლე თავი სიცოცხლის საპყრობილისაგან ან სხვას მიენდე, რომ გაგათავისუფლონ . . . ისინი, ვინც ამას იჯერებენ ნებაყოფლობით იკლავენ თავს ანდა მათ აძინებენ და ისინი შეუმჩნევლად გადადიან სხვა სიცოცხლეში~1.
ევთანაზიის კატერგორიული უარყოფა მოითხოვა შუა საუკუნეების გამოჩენილმა თეოლოგმა თომას აქვინელმა (1225-1274). მისი მსჯელობის თანახმად, სიცოცხლის რაიმე სახით ხელყოფა, ღვთაებრივის საწინააღმდეგო ქმედებაა.
ინგლისელმა ფილოსოფოსმა, ექსპერიმენტული მეცნიერების ფუძემდებელმა, ფგრენსის ბეკონმა (1561-1626წწ.) შებრალების საბაბით, უშფოთველი ტკბილი სიკვდილის~ თემა ბუნებრივად ჩათვალა სიკვდილის აპოლოგიის პარალელურად. თვით ცნებისევთანაზია~ დამკვიდრება ფრენსის ბეკონის სახელთან არის დაკავშირებული2.
ინგლისელმა მორალისტმა და სამართალმცოდნემ, იერამია ბენტამმა (1748-1832) უტილიტარიზმის პოზიციებიდან გამომდინარე დაასაბუთა დეონტოლოგიის აუცილებლობა და განმარტა სიკვდილის ცნება, მაგრამ ისტორიაში მოვლენები და პროცესები ერთი მიმართულებით არასდროს ვითარდება. ბოროტება თან სდევს სიკეთეს და ისტორიულად გარკვეულ პერიოდებში ბატონობს კიდეც მასზე. ამის ნათელი მაგალითია გერმანიის სინამდვილე. კერძოდ, 1939 წლის 1 სექტემბერს ჰიტლერმა ხელი მოაწერა საიდუმლო ბრძანებას, რომლის თანახმადაც შესაბამის სახელისუფლო უწყებას დაევალა არასრულფასოვანი~ ადამიანებისაგან (ფსიქიკურად დაავადებულნი, ვენერიული სნეულებით შეპყრობილნი, ნარკომანები, მეძავები, პათოლოგიური დაავადებების მქონე ახალშობილები და სხვა) საზოგადოებისგასუფთავება~. ამ ამოცანის შესასრულებლად შეიქმნა ე.წ. საევთანაზიო ცენტრები. ამ სისტემამ საშინელ მარწუხებში გატარებით 275000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის ბავშვები და ხანში შესულები ჭარბობდნენ.
XVIII საუკუნეში უკვე ჩამოყალიბდა აზრი, რომ ე.წ. სურვილით მკვლელობის ფაქტები გაემიჯნოს განზრახ მკვლელობათა დანაშაულის სფეროს და გამოყენებულ იქნეს შედარებით მსუბუქი სასჯელი. ეს აზრი არ გაიზიარა როგორც ევროპის ასევე ანგლო-საქსურმა სამართალმა ანუ ევთანაზიის შემთხვევათა იურიდიული ანალიზის ასეთი პრაქტიკა ვერ დაინერგა. მრავალ ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები დაკვალიფიცირდა მკვლელობის დანაშაულთა კონსტრუქციულ შემადგენლობად.
რსფსრ 1922 წლის სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის მიხედვით, მოკლულის მოთხოვნითა და შებრალების გრძნობით ჩადენილი განზრახი მკვლელობა პრივილეგირებულ მკვლელობად ითვლებოდა და შედარებით მსუბუქ პასუხისმგებლობას იწვევდა. ამ კოდექსის საბოლოო რედაქციაში კი, რომელიც დამტკიცებული იქნა სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, 143-ე მუხლს დაერთო შენიშვნა, რომლის ძალით მიკლულის დაჟინებით და შებრალების გრძნობის გამო ჩადენილი მკვლელობა არ ისჯება~. მაგრამ 1922 წ დადგენილებამრსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებათა და დამატებათა შესახებ~ 143-ე მუხლის აღნიშნული შენიშვნა გააუქმა, რადგან მისი მოქმედება პრაქტიკაში `საზოგადოებრივად აშკარა მავნე შედეგს~ იწვევდა.
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსით ასეთი სახის განზრახ მკვლელობები გათვალისწინებული იყო 145-ე მუხლში (1959 წლის 16 მაისის რედაქცია) და ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონებში (სახელმწიფოში, ქალაქში, შტატსა და ა.შ.) ევთანაზიის ლეგალიზაციის იდეის კანონიზირება შეიმჩნევა. მაგალითად 2001 წლის 19 აპრილს ნიდერლანდების პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა კანონი `ევთანაზიის ლეგალიზაციის შესახებ. პარლამენტის 75 დეპუტატიდან კანონს ხმა 46-მა მათგანმა მისცა. ამის შემდეგ ევთანაზიის აღსრულება უკვე კანონიერად დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში 2216 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.
აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაული ადრეულ პერიოდში გაგებული იყო, როგორც შეურაცხადობა. შემდეგ ამ დანაშაულის ცალკე მუხლად გამოყოფა შეურაცხადობის ცნებიდან შეზღუდული შერაცხადობის ცნების გამოყოფამ განაპირობა. ამ დროს ყურადღება მკვლელობის ჩადენის დროს დამნაშავის სულიერი მღელვარების საკითხზე გამახვილდა. ეს საკითხი ჯერ კიდევ მ. ბოროდინის შრომებშია განხილული. პროფესორი სიკორსკი თავის ნაშრომში, `თეორიული და კლინიკური ფსიქიატრიის საფუძვლები სასამართლო ფსიქოლოგიის მოკლე ნარკვევით~ აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდ სასამართლო-ფსიქიატრიულ ინტერესს, ექსპერტიზისა და სასამართლოსათვის მძიმე ბოროტმოქმედებანი იწვევენ, რომლებიც ჩადენილნი არიან უეცარი შეტევის დროს, როცა ადამიანი ფსიქიურად დაავადებული არ არის. მცირე ხნის, მაგრამ მეტად ბოროტი ფსიქიური არანორმალობის დროს, რომლის შემდეგაც სუბიექტს უბრუნდება ჩვეულებრივი საღი მდგომარეობა~. სიკორსკის აზრით განსაზღვრულ მდგომარეობაში, მაღალი ფსიქიკური ცხოვრება, რომელშიც არ არის გონება, გრძნობა და ნება, უეცრად ჩერდება და მის ადგილს იკავებს უფრო დაბალ საფეხურზე მდგარი ფსიქიკური, ინსტინქტების ცხოვრება.
თავდაპირველად აფექტში ჩადენილი მკვლელობა გაგებული იყო, როგორც ბრალის განსაკუთრებული ფორმა. მას განასხვავებდნენ განზრახვის და გაუფრთხილებლობისაგან. საბჭოთა სისხლის სამართლის კანონმდებლობა ბრალის ორ ფორმას იცნობდა _ განზრახვასა და გაუფრთხილებლობას მაგრამ მაგრამ შემდგომში ეს თითქოს ურყევი დებულება ეჭვის ქვეშ დადგა.1
მისი მართებულობის თაობაზე ეჭვი გამოთქვა პროფესორმა დაგელმა სტატიაში `არაცნობიერის პრობლემა და ბრალის ზოგიერთი საკითხი სისხლის სამართალში~. დაგელის აზრით, თუკი დანაშაული ჩადენილია ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში ანდა ჩვეულებრივი ავტომატიზმის ზეგავლენით. დამნაშავის ბრალი მჟღავნდება განსაკუთრებული ფორმით, რომელიც განსხვავდება2 განზრახვისა და გაუფრთხილებლობისაგან. ამავე დროს დაგელი თავს იკავებს ბრალის ამ ახალი ფორმისაგან, რადგან თვლის, რომ არაცნობიერის პრობლემა ჯერ ფსიქოლოგიაშიც დაუმუშავებელია და ბუნებრივია, მის გადაწყვეტას სისხლის სამართლის მეცნიერება ვერ იკისრებს1.
აღსანიშნავია, რომ აფექტურ დანაშაულს 1922 წლის საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის მიღებამდეც ითვალისწინებდა დებულების 92-ე მუხლის მესამე პუნქტი.
1960 წლის საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებდა აფექტს, როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ზოგად გარემოებას (დანაშაულის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების დროს, რაც გამოწვეულია დაზარალებულის არამართლზომიერი მოქმედებით). სისხლის სამართლის განსაკუთრებულ ნაწილში გათვალისწინებული იყო როგორც სპეციალური შემადგენლობანი, `განზრახი მკვლელობა ჩადენილი უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში~ (საქ. სსრ. სსკ. მუხლი 106).
აი ამგვარად ყალიბდებოდა დანაშაულის (მკვლელობის) შემამსუბუქებელ გარემოებად დაკვალიფიცირების პრინციპები, რაც საფუძვლად დაედო 1999 წლის სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულ შემამსუბუქებელ გარემოებას.
დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ 1960 წლის საქ. სსრ. სისხლის სამართლის კოდექსის პროექტში, მაგრამ შემდეგ ეს მუხლი არ დაკანონდა. აღნიშნული კიდექით დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა ისჯებოდა, როგორც მკივლელობის კვალიფიციური სახე და როგორც განზრახ მკვლელობის დამამძიმებელი გარემოება. (საქ. სსრ. სსკ. მუხლი 114 ე; ზ; პუნქტი: განზრახი მკვლელობა იმ პირის მიერ, ვისაც ვალად ედო განსაკუთრებული ზრუნვა დაზარალებულზე), რადგან ამ დანაშაულის განხილვისას ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ დაზარალებული უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ 1925-35 წლებში არც თუ იშვიათი იყო სასამართლო პროცეცები, სადაც ჩვილი ბავშვის მკვლელობის საკითხი განიხილებოდა, როგორც განსაკუთრებული სახის დანაშაული (მაგ. განსაცდელში მიტოვება) და დამნაშავეს სასჯელის ზომა მნიშვნელოვნად უმცირდებოდა. ამას მეტწილად ხელს უწყობდა რსფსრ უმაღლესი სასამართლოს სისლის სამართლის საკასაციო კოლეგიის 1926 წლის 22 ნოემბრის #2 საინსრუქციო წერილი, სადაც სხვათა შორის ნათქვამი იყო: ` . . .ასეთ დანაშაულზე სოციალური დაცვის მკაცრი ზომების გამოყენება რაიმე შედეგს ვერ მოიტანს. ასეთ მოვლენასთან ბრძოლა უნდა წარიმართოს არა იმდენად სისხლის სამართლებრივი რეპრესიების გზით, რამდენადაც მარტოხელა დედების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ცნობიერებაში არსებული ცრურწმენების აღმოფხვრის გზით, რაც ჯერ კიდევ ღრმად არის გამჯდარი ხალხში, განსაკუთრებით გლეხთა მასებში უკეთუ ამდაგვარი დანაშაულები ჩადენილია პირველად და გამოწვეულია ზემოთ მოყვანილი მიზეზებით. დამნაშავეს უნდა შეეფარდოს სოციალური დაცვის ღონისძიება თავისუფლების აღკვეთის სახით, მინიმალური ვადით ანდა დაისვას საკითხი პირობით მსჯავრდები შესახებ . . . დედის წაქეზება თავისი ბავშვის მკვლელობაზე ან თანამონაწილეობა მკვლელობაში, განსაკუთრებით თუ იგი გამოწვეულია ანგარებით, სასამართლოს მიერ შეფასებული უნდა იქნას, როგორც ჩვეულებრივი მკვლელობა ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით~.
სასამართლოს ასეთ პრაქტიკას, რევოლუციის პირველ წლებში გამართლება ჰქონდა, რადგან დედის, მეტწილად მარტოხელა დედის მატერიალური მდგომარეობა მეტად მძიმე იყო. განსაკუთრებით კი სოფლად. მათში ღრმად იყო გამჯდარი ძველი ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც მარტოხელა ქალის მიერ ბავშვის ყოლა სირცხვილად ითვლებოდა. შემდეგ წლებში მასების მატერიალური და კულტურული დონის შესამჩნევად გაზრდისა და სახელმწიფოს მხრიდან დედისა და ბავშვისადმი მზრუნველობის გაძლიერების პირობებში სასამართლოს ასეთი პრაქტიკა ყოვლად გაუმართლებელი გახდა.
სწორედ აღნიშნულმა ვითარებამ განაპირობა რსფსრ უმაღლესი სასამართლოსა და იუსტიციის სახალხო კომისარიატის მიერ, ჯერ კიდევ 1935 წლის 27 აგვისტოს ცირკულის გამოცემა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ყოფაცხოვრების ახალ პირობებში სსრ კავშირის ყველა მშრომელის მატერიალური უზრუნველყოფისა და კულტურის გაზრდისას არამართებულად უნდა ჩაითვალოს ჩვილი ბავშვის მკვლელობისათვის პირობითი მსჯავრის ან სხვა მსუბუქი სასჯელის შეფარდება, მატერიალური გაჭირვების, დაბალი კულტურული დონის, მშობლებისა და გარშემო მყოფ პირთა შევიწროვება-დაცინვის და სხვა მსგავსი მოტივით. აღნიშნულ ცირკულში ამასთან ერთად ნათქვამი იყო, რომ ჩვილი ბავშვების მკვლელობასთან საბრძოლველად სასამართლო ორგანოების დამსჯელობითი პოლიტიკა უნდა წარიმართოს რეპრესიების საერთოდ გაძლიერების გზით, ე.ი. აუცილებლად თავისუფლების აღკვეთის გზით. ამას უნდა ერთვოდეს სასამართლო პროცესების საფუძველზე გაშლილი ფართო ახსნა-განმარტებითი და პროფილაქტიკური მუშაობა.
აღსანიშნავია, რომ 1927 წ. უკრაინის სსრ საკანონმდებლო წესით ათვისებული იქნა შეხედულება _ ჩვილი ბავშვის მკვლელობის, როგორც შემამსუბუქებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის შეახებ. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მიხედვით, დედის მიერ საკუთარი ახალშობილის განზრახ მკვლელობა უმალვე ან მშობიარობიდან მოკლე დროის შემდეგ, ისჯებოდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ამგვარად დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ისჯებოდა. ბოლო წლებში, როდესაც თითქმის ყველა ქვეყანაში დაისვა მიმტევებლობისა და ჰუმანურობის საკითხი, დაიხვეწა რა კანონი _ ეს დანაშაული აღარ იყო უმძიმეს დანაშაულთან გაიგივებული და მთელ რიგ ქვეყნებში პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად დაკანონდა.1
თავი II
მკვლელობის ცნება და სახეები
პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ ყველა დანაშაულს შორის სიცოცხლის მოსპობა, ანუ მკვლელობა უმძიმესს წარმოადგენს. აღნიშნული დანაშაულის ცნების განმარტებაში სიტყვა მკვლელობაზე ხაზგასმა აუცილებელია, რადგან მკვლელობა ადამიანისათვის მხოლოდ მართლსაწინააღმდეგოდ სიცოცხლის წართმევაა. საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა, (თვითმკვლელობა), სიცოცხლის მოსპობა აუცილებელი მოგერიების დროს, ომის დროს მტრის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მსგავსი ქმედებები მკვლელობად ვერ ჩაითვლება. სიცოცხლის ასეთი სახით ხელყოფა დასჯად ქმედებებს არ წარმოადგენს.
დაზარალებულის თანხმობა არ სპობს მკვლელობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათს. ასეთი მკვლელობა, თუნდაც იგი შებრალების მოტივით იყოს ჩადენილი, იწვევს სისხლის სამართლბრივ პასუხისმგებლობას ჩვეულერივი წესით. მკვლელობა მართლზომიერი არ არის იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილია აფექტის მდგომარეობაში.
მკვლელობის ობიექტია სხვა ადამიანის სიცოცხლე. კანონი იცავს ადამიანის სიცოცხლეს დაბადებიდან სიკვდილამდე. დაბადებად ითვლება მომმენტი, როდესაც ხდება ბავშვის გამოცალკევება დედის სხეულიდან, თუნდაც იგი ჯერ არ სუნთქავდეს.
იურიდიული თვალსაზრისით, ამჟამად სიკვდილის მომენტად ითვლება გულის შეჩერებასთან ერთად იმავდროულად თავის ტვინის ნერვული ელექტრონული აქტივობის უკურნებელი შეწყვეტის მომენტი ე.ი. `ფიზიოლოგიური სიკვდილი“. მკვლელობის დროს სულ ერთია სიცოცხლე მოესპობა ახალგაზრდას, მოხუცს, ჩვილს ჯანმრთელ თუ დასნეულებულ ადამიანს.
ისეთ შემთხვევბში, როდესაც პირს ჰგონია, რომ კლავს ცოცხალ ადამიანს და ამ დროს მსხვერპლი უკვე გარდაცვლილია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს მკვლელობის მცდელობისთვის. მკვლალოობა სახეზე გვექნება მაშინაც, როცა პირს ბრმა იარაღად იყენებენ საკუთარი სიცოცხლის მოსასპობად.
ობიექტური მხრივ, მკვლელობა შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმეობით. უფრო ხშირად აღნიშნული დანაშაული მოქმედების შედეგია. მკვლელობას, ჩადენილი აქტიური მოქმედების გზთ ეწოდება დანაშაულებრივი ქმედება (Dელიცტუმ ჩომმისიონის).
მკვლელობა უმოქმედობით, ისეთი ქმედებაა, როდესაც პირი ვალდებული იყო მზრუნველობა აღმოეჩინა დაზარალებულისათვის და შეეძლო სათანადო მოვლა პატრონობა გაეწია იმგვარად, რომ მისთვის თავიდან აეცილებინა სიკვდილი, მაგრამ პირდაპირი განზრახვით თავი აარიდა მასზედ დაკისრებულ მოვალეობას. მაგალითად: დედა ან მზრუნველი ჩვილ ბავშვს არ აძლევს საკვებს იმ მიზნით, რომ დაიღუპოს. უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულს ეწოდება დანაშაულებრივი უმოქმედობა. უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულთა შორის გამოიყოფა1 ისეთები, რომლებიც გამოიხატება მოქმედებისგან თავის შეკავებაში (Dელიცტუმ Oმმისიონის). ასეთი დანაშაული სახეზე გვაქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონი მოითხოვს ისეთ განსაზღვრულ მოქმედებათა შესრულებას, რომელთა შეუსრულებლობაც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს (მაგ: დახმარების აღმოუჩენლობა). უმოქმედობის გზით ჩადენილ დანაშაულთა შორის განასხვავებენ აგრეთვე ისეთებსაც, რომლებიც შერეული უმოქმედობით ხასიათდებიან (Dელიცტუმ ჩომმისიონის პერ Oმმისიონემ). მაგალითად მედიცინის მუშაკი არ უხვევს ჭრილობას ავადმყოფს, ანდა დედა არ აწოვებს ძუძუს ბავშვს, რომელიც ამის გამო შიმშილით კვდება. ე.ი. შერეულ უმოქმედობა ადგილი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ნაშინ, როდესაც სუბიექტი ვალდებული იყო ხელი შეეშალა დანაშაულებრივი შედეგის დადგომისათვის.
ობიექტური მხრივ შეიძლება მკვლელობა ჩადენილი იქნას ადამიანის ორგანიზმზე მექანიკური, ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, ელექტრონული სხვა მრავალგვარი სახის ზემოქმედებით. მკვლელობის შემადგენლობის დამტავრებულად ცნობისათვის აუცილებელია სიკვდილის დადგომა. ეს იმას ნიშნავს, რომ მკვლელობა მატერიალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება. აქედან გამომდინარე დანაშაულის შემადგენლობის დადგენისას აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი დანაშაულებრივ ქმედებასა და ადამიანის სიკვდილს შორის არსებობს მაშინ, როდესაც მოქმედება სიცოცხლის მოსპობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური ზეგავლენითაც (შიშის გამომწვევი მუქარა, რომელმაც გულის გასკდომა გამოიწვია). ობიექტური მხარის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტის მოქმედების დროს, ადგილს, ხერხს, დანაშაულის ჩადენის მთელ გარემოებას. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოველი მოქმედება, რომელიც მავნე შედეგის აუცილებელი პირობა იყო, როდი შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის ობიექტურ წინამძღვრად. პასუხისმგებლობის ობიექტური წინამძღვარია მხოლოდ ისეთი მოქმედება, რომელიც მისი ჩადენის მომენტში ქმნიდა რეალურ შესაძლებლობას ძეგავლენა მოეხდინა მოვლენათა ფაქტობრივ მსვლელობაზე.
მიზეზობრივი კავშირი უმოქმედობასა და დამდგარ შედეგს შორისა რსებობს მაშინ, როდესაც: პირი ვალდებული იყო ხელი შეეშალა ადამიანის (ან ადამიანთა) სიკვდილისათვის.
უმოქმედობის მიზეზობრიობის მეორე პირობა ის არის, რომ პირს უნდა უნდა ჰქონდეს ფაქტობრივი შესაძლებლობა, შეასრულოს თავის მოვალეობა და ხელი შეუშალოს მავნე შედეგის განხორციელებას _ ამ შემთხვევაში ადამიანის სიკვდილს.
თუ პირი შეასრულებდა მისთვის სავალდებულო და შესაძლებელ მოქმედებას, მავნე შედეგი ე.ი. ადამიანის სიკვდილი თავიდან იქნებოდა აცილებული. თუ თუ მიუხედავად ასეთი მოქმედების შესრულებისა ადამიანი მაინც დაიღუპებოდა უმოქმედობა არ არის მიზეზობრივ კავშირში მის სიკვდილთან.
სუბიექტური მხრივ მკვლელობა შეიძლება იყოს განზრახი ქმედება. განზრახი ქმედების დროს, პირი ითვალისწინებს მეორე პირის სიცოცხლის მოსპობას, შეგნებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობრობა და სურს ეს შედეგი ანუ ადამიანის მოკვლა (პირდაპირი განზრახვა) ან შეგნებულად უშვებს, რომ მის ქმედებას ადამიანის სიკვდილი მოყვება (ევენტუალური განზრახვა).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის არაერთ დადგენილებაში ხაზი გაესმის იმას, რომ განზრახვის შინაარსის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა. კერძოდ, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ჩადენის იარაღი, საშუალება ჭრილობათა და სხვაგვარ სხეულებრივ დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და ლოკალიზაცია, დამნაშავის დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზი და სხვა.1
განზრახ მკვლელობა შეიძლება ჩადენილი იქნას რამდენიმე პირის მონაწილეობით. თანამონაწილეობის შედარებით მარტივ სახეს წარმოადგენს თანაამსრუებლობა, როდესაც მკვლელობის ყველა მონაწილე ერთობლივად, როლების წინასწარ განაწილების გარეშე ახორციელებს დანაშაულს. თანამონაწილეობის უფრო რთულ სახეს წარმოადგენს თანამონაწილეობა ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით. ამ დროს ხდება როლების გადანაწილება ორგანიზატორს, წამქეზებელსა და დამხმარეს შორის.
ამრიგად განზრახი მკვლელობის თანაამსრულებლად ცნობილი უნდა იქნენ ის პირები, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად მკვლელობის განზრახვით და უშუალო მინაწილეობას იღებდნენ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობაში.
თანამონაწილეობით ჩადენილი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა და იწვევს შესაბამის გამკაცრებულ სასჯელს. დანაშაულის სუბიექტი არის ყოველი შერაცხადი ფიზიკური პირი 14 წლის ასაკიდან.1
მსხვერპლის თხოვნით ჩადენილი განზრახი მკვლელობა
სსკ მუხლი 110
Mამ მუხლის თანახმდ, დანაშაულადაა მიჩნეული მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით. აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ეს დანაშაული ცნობილია, როგორც ევთანაზია. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და ტკბილ და უმტკივნეულო სიკვდილს ნიშნავს. ევთანაზია სამ კომპონენტს მოიცავს: 1) ავადმყოფის დაჟინებულ თხოვნას ; 2) სიბრალულს (და არა ანგარებას) ; 3) ავადმყოფის სიკვდილის გარდაუვალობას.
ევთანაზიის ცნება ბიოთეკის ერთ-ერთი ძირითადი კატეგორიაა. ევთანაზიასთან მიმართების საკითხი ვერ გადაწყდება მეცნიერების სხვა დარგებთან, კერძოდ კი იურისპრუდენციასთან კავშირის გარეშე. ევთანაზია, როგორც სიცოცხლის ხელყოფის თავისებული ფორმა, გააზრებული უნდა იქნას ფილოსოფიური თვალსაზრისით. ევთანაზიის პრობლემები საბოლოო ჯამში უნდა შეფასდეს რელიგიურ მსოფლგაგებასთან მიმართებაში.
ამჟამად საქართველოში ევთანაზიის ლეგელიზაციის მიმართ უარყოფითი აზრია დამკვიდრებული, თუმცა შესაძლოა ეს აზრი შეიცვალოს. კერძოდ, ეროვნული ტრადიციებისა და ძირძველი ყოფითი წეს-ჩვეულებების მიუხედავად, შეიმჩნევა პასიური ევთანაზიის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდა. ტრადიციულ სულიერ ღირებულებათა დევალვაციის პარალელურად, როგორც ეს გამოცდილებამ დაასაბუთა, ევთანაზიის ლეგალიზაციისადმი დამოკიდებულებამ შეიძლება არსებითი ცვლილებებიც კი განიცადოს როგორც მედიცინის, ასევე საზოგადოების მხრიდან. იურიდიული თვალსაზრისით ევთანაზია დაუშვებელია, რადგან იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმი კიბოთი დაავადებულ უიმედო ავადმყოფს მომაკვდინებელ ინექციას უკეთებს, ობიექტურად სიკვდილს იწვევს, არა თვით ავადმყოფობით გამოწვეული პათოლოგიური ცვლილებები, არამედ ტკივილის გამო მიღებული გადაწყვეტილება. ევთანაზიის ლეგალიზაცია ზნეობრივი თვალსაზრისით მიუღებელია. ადამიანის სიცოცხლის უნიკალურობიდან გამომდინარე, ექიმი ვალდებლია ბოლო წუთამდე ყველა საშუალებით იბრძოლოს მისი შენარჩუნებისათვის. თანამედროვე სამედიცინო საშუალებები, ექიმის გამამხნევებელ სიტყვებთან ერთად გადარჩენის იმედს უსახავს. დიდი ფრანგი მოაზროვნის, ვოლტერის თქმით `იმედი გამოჯანმრთელებისა _ ნახევრად გამოჯანმრთელებაა“.
მედიცინის განვითარების ტემპები და ახალი სამედიცინო საშუალებები ევთანაზიის ლეგალიზაციის იდეას უარყოფს. ბევრი დაავადება, რომელიც ახლო წარსულში განუკურნებლად ითვლებოდა, ამჟამად მკურნალობას ექვემდებარება. ამის გამო სასიკვდილო ავადმყოფის განკურნების ცნება უფრო რეალური გახდა და ზოგიერთ შემთხვევაში დიდ სასწაულს არარ წარმოადგენს.
გასათვალისწინებელია, ისიც, რომ ავადმყოფთა უმრავლესობის ნებაყოფლობითი სიკვდილის ძირითადი მოტივაცია აუტანელი ტკივილია. ე.ი. თხოვნა გამოწვეულია იძულებითი და არა ობიექტური მდგომარეობით. მედიცინის ისტორია სავსეა ომში დაჭრილტა და დასახიჩრებულთა მიერ ამპუტაციის კატეგორიული ვედრებისა და მომაკვდინებელი საშუალებების მიცემის მოთხოვნის მაგალითებით. მაგრამ ისიც ცნობილია, თუ როგორ შეუნარჩუნდა სიცოცხლე, ხელი, ფეხი, თვალი და ა.შ. ათიათასობით ადამიანს.
ევთანაზიის მომხრეთა შეფასებები შეჯამდა ამერიკელი ექიმის, ჯ. რეიგელის `ლოგიკურ სილოგიზმებზე“ აგებულ დასკვნებში. მან რამდენიმე არგუმენტი ჩამოაყალიბა იმის დასამტკიცებლად, რომ აქტიური ევთანაზია გაცილებით ჰუმანური აქტია ვიდრე პასიური ანდა საერთოდ ევთანაზიაზე უარის თქმა.1
ევთანაზიის პრობლემის აქტუალობა გამოწვეულია ერთის მხრივ მედიცინის განვიტარების სწრაფი ტემპებით, პროგრესით რეანიმატოლოგიაში, სიკვდილის კრიტერიუმების შეცვლით _ მეორეს მხრივ ადამიანის უფლებების დეკლარაცია ავადმყოფებს, სასიკვდილოდ განწირულებსაც შეეხო. არსებითი ცვლილებები განიცადა პაციენტისადმი ექიმის დამოკიდებულების იურიდიულმა და მორალურ-ეთიკურმა საკითხებმა, უფლება მოვალეობების გაგებამ. ავადმყოფს აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს საკუთარი სიცოცხლის ბედი; მკურნალობის გაგრძელება-შეწყვეტის საკითხი; აირჩიოს სიკვდილთან უთანასწორო ბრძოლის ფინალი. ჯ. რეიგელის ზოგადი თვალსაზრისით, XXI საუკუნეში ევთანაზიის ლეგალიზაცია აუცილებელია. ამავე დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ამ დროისათვის დამახასიათებელი თავისებურებები და ადამიანის უფლებები.
ზემოთ მოყვანილ მტკიცებებში უგულყოფილია ავადმყოფის მომაკვდავი ადამიანის პირადული, ფსიქოლოგიური `მე~, საათის, ყოველი წუთის ფასეულობა. ევთანაზიის ლეგალიზაცია ექიმთა ერთი ნაწილის მხრიდან ადამიანის ყურადღების მოდუნების ტენდენციებსაც გამოიწვევს, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება გადაიზარდოს ექიმის მორალური კატეგორიების გადაფასებაში. ხომ ცნობილია, რომ მძიმე ავადმყოფის მოვლა სამედიცინო პერსონალის მოვლა დაუღალავ შრომას მოითხოვს: ავადმყოფის გასუფთავება, მისი გადაყენება, სისტემატური ზრუნვა და ა.შ. ზოგ შემთხვევაში მოსაბეზრებელი ხდება. მითუმეტეს ჩვენს პირობებში, როდესაც დევალვირებულია ზნეობრივი პრინციპები, ადამიანის სიკვდილი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, გამეფებულია სხვებზე ზრუნვის დაუფასებლობა. როცა იზრდება თვითმკვლელობათა რიცხვი, ევთანაზიის პრობლემაზე მსჯელობა მეტად რთული ხდება. მითუმეტეს ძნელია კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რეკომენდაციების შემუშავება.
ევთანაზიის ლეგალიზაციამ შეიძლება დღის წესრიგში ჩააყენოს ზნეობრივი კოლიზიების სხვა პრობლემებიც, გამოიწვიოს ისედაც გადაუჭრელი საექიმო ეთიკის, ბიოეთიკის საკითხების გამწვავება. მაგალითად სხეულის ჯანსაღი ნაწილების მეორე ადამიანისათვის გადანერგვის საკითხისა. იმის ანალოგიურად, როდესაც ადამიანი წინასწარ განზრახული მიზნით, სათანადო იურიდიული ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლოა აქტიური ევთანაზიის ევთანაზიის მომხრე ადამიანმაც განაცხადოს თანხმობა საკუთარ ორგანოთა გაყიდვაზე. რასაკვირველია განსაზღვრული პირობების სესაბამისად. რაოდენ ტრაგიკულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს სიტყვები, მათზე მედიცინის დარგის წარმომადგენლებს, და არა მხოლოდ მათ, პასუხის გაცემა მოუწევთ. ისინი, იურიდიულ პირებთან ერთად, თავს ვერ დააღწევენ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის აუცილებლობას.
უკანასკნელ წლებში აქტუალური ხდება საექიმო გადაწყვეტილებების მიღების დროს პაციენტის მონაწილეობის _ უფლებებისა და გადაწყვეტილებების საკითხი. ამ პრობლემის შესახებ სხვადასხვა, ხშირ შემთხვევაში ურთიერთ საპირისპირო მოსაზრებებია გამოთქმული.1 პაციენტისა და ექიმის ურთიერთობიდან გამომდინარე, ერთნი მოითხოვენ საექიმო გადაწყვეტილების მიღებისას პაციენტის უფლების გაზრდას. მეორე ჯგუფი საკითხის ამგვარად დასმას არასწორად მიიჩნევს, რადგან, როგორც წესი, გადასაწყვეტია საკმაოდ რთული და უპირველეს ყოვლისა სპეციფიკური (საექიმო) პრობლემები. ამიტომ, მათი მსჯელობის თანახმად, არჩევანის უფლება მხოლოდ ექიმებს უნდა მიეცეთ. პაციენტის მოვალეობა კი ის არის, რომ დაემორჩილოს ექიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.2
ჩვენ ზემოთ ვახსენეთ აქტიური და პასიური ევთანაზია; პასიური ევთანაზია გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც აუტანელი ტკივილებით გატანგული ადამიანი გრძნობს, რომ განწირულია და მისი შველა შეუძლებელია, ექიმს სთხოვს, რომ შეუწვიტოს მკურნალობა, ან ასეთ გადაწყვეტილებას თავად ექიმი ღებულობს.
პასიურისგან განსხვავებით, აქტიური ევთანაზია გულისხმობს ინექციით ან სხვა საშუალებით ავადმყოფის ტანჯვისაგან გათავისუფლებას, თუ შეიძლება ასე ითქვას, _ `მის სამუდამო დამშვიდებას~.3
სისხლის სამართლის კოდექსის 110-მუხლი ითვალისწინებს `მკვლელობას მსხვერპლის თხოვნით~ და ეს უფრო პასიურ ევთანაზიას შეესაბამება, კონკრეტულად ისეთს, როდესაც პაციენტი თვითონ სთხოვს ექიმს შეუწყვიტოს მკურნალობა ან რაიმე საშუალების დაუსრულოს სიცოცხლე.
ევთანაზია არ ერთ ქვეყანაში არ არის ნებადართული. გამონაკლისია ა.შ.შ-ის კალიფორნიის შტატი, სადაც 1977 წელს ოფიციელურად გაფორმდა კანონი `ადამიანის უფლებები სიკვდილზე~. ამ კანონის თანახმად განუკურნებელი სენით დაავადებულ ავადმყოფს უფლება ეძლევა სამედიცინო პერსონალისაგან მოითხოვოს თავისი სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობის შეჩერება.
ზოგი ქვეყნის კანონმდებლობა კრძალავს რა ევთანაზიას, მეორე მხრივ უშვებს მოქალაქეთა უფლებას უარი თქვან მკურნალობაზე, რაც ფაქტობრივად ევთანაზიის ერთ-ერთი ფორმაა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსით ევთანაზია დასჯადი ქმედებაა.
ევთანაზიას უნდა მიეკუთვნოს ის შემთხვევაც, როდესაც საავადმყოფოდან გამოიწერება უიმედო ავადმყოფი ან როცა პაციენტი იძულებულია წავიდეს ამ ქვეყნიდან იმის გამო, რომ ვერ შოულობს წამალს ან არ აქვს ძვირად ღირებული აპარატურით სარგებლობის საშუალება.
ევთანაზიის ლეგალიზაცია მიუღებელია ზნეობრივი თვალსაზრისითაც. ყოველი ადამიანის სიცოცხლე უნიკალური და განუმეურებელია. ექიმი თუ სხვა პირი ვალდებულია ბოლო წუთამდე ყველა საშუალებით იბრძოლოს მისი გადარჩენისათვის.
ევთანაზია კატეგორიულად მიუღებელი და შესაბამისად დაგმობილია რელიგიური თვალსაზრისითაც. ქრისტიანული თვალსაზრისით, ადამიანი ღმერთის მიერ შექმნილი უკვდავი არსებაა, რომელიც ადამისა და ევას მიერ ჩადენილი შეცოდების გამო მოკვდავად იქცა.
ევთანაზიის პრობლემაზე ბიბლიის პოზიციას წარმოვაჩენთ. ბიბლიის წიგნები, მეორე მსაჯული~ დაპირველი კორინთელთა მიმართ~. კატეგორიულად უარყოფენ ევთანაზიას.
ნუთუ არ იცით, რომ ღმერთის ტაძარი ხართ და სული ღმერთისა დამკვიდრებულია თქვენში? ვინც ღმერთის ტაზარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი. ვინაიდან ღმერთის ტაძარი წმინდაა, ხოლო ესა ხართ თქვენ~, _ ამბობსპირველი კორინთელთა მიმართ~.1 ხოლო მეორე მსაჯულში~ ნათქვამია:ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან~.2
არსებობს შესაძლებლობა, რომ საქმე გვქონდეს საექომო შეცდომასთან დიაგნოზის დასმის დროს ან ევთანაზია გამოყენებული იქნას ბოროტი მიზნებისათვის (იგულისხმება წინასწარ გამიზნული მკვლელობა ან ორგანოთა ტრანსპლანტაციისათვის ნებართვის მირება), რისი შემთხვევებიც საკმაოდ არსებობს.3
ევთანაზია მოწინააღმდეგეთა ამ მოსაზრებები გასაბათილებლად ევთანაზიის მომხრეებს სხადასხვა არგუმენტები მოჰყავთ. მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ არც თუ შორეულ მომავალში ევთანაზია ეთიკური თვალსაზრისით ჯერ მისაღები გახდება, შემდეგ კი მრავალ ქვეყანაში სამართლებრივ საფუძველსაც შეიძენს. თუკი ეს მართლაც ასე მოხდება, მაშინ დადგება რთული საკითხი, თუ ვინ უნდა გააკეთოს ეს. ამ საკითხზე სპეციალისტებს შორის დიდი დავაა. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს ფუნქცია ექიმმა უნდა შეასრულოს (ყოველ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალმა), მეორენი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. მათი აზრით ექიმი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს პაციენტის მკვლელი, რადგან ეს ჰიპოკრატეს ფიცს ეწინააღმდეგება.
მას შემდეგ რაც ევთანაზიის შესახებ მიღებული იქნება შესაბამისიიურიდიული კანონი, მისი შესრულება უნდა დაევალოს არა სამეცინო პერსონალს, არამედ სხვა ვინმეს (`ეგზეკურიების~ მსგავსთ). მით უმეტეს, რომ ეს რაიმე ტექნიკურ სიძნელეებთან არ იქნება დაკავშირებული. აქვე უნდა დავამატოთ, რომ ევთანაზია არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს სულით ავადმყოფებსა და გონებრივად არასრულფასოვან პირებს.
ევთანაზიის საკითხის განხილვა არ იქნება სრულყოფილი, თუ არ შევეხებით ფიზიკური ან გონებრივი დეფექტების მქონე ახალშობილთა ევთანაზიის საკითხს. რასაც ბიოსამედიცინო ლიტერატურაში სათანადო ყურადღება ექცევა. ახალშობილთა თუ მოზრდილთა ევთანაზიის საკითხზე განსხვავებულ შეხედულებებს ვხვდებით. ბევრი ავტორი ახალშობილთა სიცოცხლის ხელყოფას დიდი ხნის წინ დამკვიდრებული პრაქტიკის პასიური, ძალდატანებითი ევთანაზიის გამოვლენად მიიჩნევს.
ახალშპობილთა პასიურ ევთანაზიას მორალურად გამართლებულად თვლიან მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც აშკარაა, რომ ბავშვის შემდგომ ცხოვრებას არავითარი აზრი არ აქვს. იმავე აზრს სხადასხვა ავტორები თავისებურად აყალიბებენ, ისინი მიუთითებენ, რომ ბავშვი არ არის პიროვნება (ამ სიტყვის ვიწრო გაგებით), ამიტომ ბავშვის ევთანაზია ეთიკურად დასაშვებია. არ არსებობს არავითარი იმედი იმისა, რომ განვითარების პროცესში ის პიროვნებად იქცევა.
ამ საკითხზე სხვა თვალსაზრისიც არსებობს, რომლის მიხედვითაც ბავშვს, რომელსაც თანდაყოლილი დეფექტები აღმოაჩნდება, უნდა მოვეპყრათ, როგორც სხვა ჩვეულებრივ ბავშვებს, ვინაიდან ახალშობილი პიროვნებას წარომადგენს, რომელსაც სიცოცხლის უფლება აქვს. ამ თვალსაზრისით ახალშობილთა ევთანაზია ყოველთვის ამორალურია, ხოლო ოჯახის, სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობაზე მითითება არადამაჯერებლად ჟღერს.
როგორც ვნახეთ ევთანაზიის პრობლემა ურთულესია. თითოეული ავადმყოფი ბიოლოგიურად და სოციალურად დამოუკიდებელი ერთეულია. მას საკუთრივ მისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგია და გარემოსთან ურთიერთობის ინდივიდუალიური ხასიათი აქვს. პიროვნებათა, ამ შემთხვევაში ავადმყოფთა ასეთი დიფერენციაცია ექიმს კარნახობს, რომ თვითონ დიფერენციული იყოს მათთან ურთიერთობისას. ზოგადი კრიტერიუმის შერჩევის საკითხს ამძიმებს თითოეული პიროვნების, ავადმყოფის უნიკალურობა, მათი ინდივიდუალური თვისებები, მიდრეკილებები სურვილები, რელიგიურობა, სიცოცხლესთან დამოკიდებულება, ტრადიციები და ა.შ. ასეთ სიტუაციაში გამოსავალი იმაშია, რომ ზედმიწევნით იქნას შესწავლილი ობიექტური პირობები და მეორე მხრივ მოხდეს წამყვანი ქართველი ექიმების, პირველ რიგში კლინიცისტების, რეანიმატოლოგების, ტრანსპლანტოლოგების მოსაზრებების შეჯერება, მათი გამოცდილებების გაზიარება.
ასევე საჭიროა სამედიცინო ეთიკისა და სასამართლოს ურთიერთობების გარკვევა. ის, რომ ეთიკური რეგულირების დონე უფრო მაღლა დგას, ვიდრე სამართლებრივისა, მტკიცებას მოითხოვს. კანონი იმდენადაა პროგრესული, რამდენადაც ზნეობრივია.
ა.შ.შ-ის ყველა საავადმყოფოში შექმნილია ეთიკური კომისიის ინსტიტუტი, რომელიც მორალის სფეროში ასრულებს იმ ფუნქციას, რასაც სასამართლო-სამართლებრივ სისტემაში. ჩვენთან ასეთი რამ ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
ევთანაზიის პრობლემის მასშტაბური გააზრებისათვის საჭიროა ადამიანმა გაარკვიოს სიკვდილისადმი თავისი დამოკიდებულება. დღეისათვის ლიტერატურაში ამ აზრით სამი მიმართულება არსებობს: ბიოლოგიური, ზნეობრივი და მისტიკური.1
ყოველ ადამიანს სიკვდილთან დამოკიდებულების საკუთარი პოზიცია უნდა ჰქონდეს. დაახლოებით ისეთი, როგორსაც აღმოსავლურს უწოდებენ. გამოჩენილი მონღოლო მწერალი, ლინგვისტი და ფილოსოფოსი, აკადემიკოსი რინ ჩენი წერდა, რომ ადამიანმა სიცოცხლე უნდა წარმოიდგინოს, როგორც გზა, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული. მაშინ მისი აზროვნება იქით იქნება მიპყრობილი, თუ როგორ გაიაროს ეს გზა.
მაშასადამე, ევთანაზიის პრობლემის განხილვა ადასტურებს მის ფსიქოლოგიურ, აქსიოლოგიურ, ანთროპოლიგიურ ხასიათს. რადგან ევთანაზიის საკითხი ეხება ადამიანის, როგორც შესამეცნებელი ობიექტის შინაგან ბუნებას. ამ ძიების დროს კი, როგორც ადამიანის _ პაციენტის, ასევე მისი მკურნალის წინაშე მთელი სიმწვავით დაისმის `ექსის~ არსებობის პრობლემა.
თუ თვალს გადავავლებთ დასავლურ ლიტერატურას, რომელიც ეთიკის საკითხებს ეძღვნება, ამ პრობლემას ორმაგი ეფექტის პრინციპად მოიაზრებს, რაც ჩვენი კანონმდებლონით ბრალის ორმაგ ფორმას წააგავს, როდესაც ქმედობა განზრახია და შედეგი გაუფრთხილებელი. აქ პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ ექიმის ნება პირდაპირ მიმართულია ტკივილის შემსუბუქებისაკენ, რასაც იგი რეალურად აღწევს. მაგრამ ის მომენტი, რომ ექიმის ქმედება (განზრახვა) მიმართული იყო ტკივილთა შემსუბუქებისაკენ, უნდა გამორიცხავდეს ქმედობის დასჯადობას. აღნიშნული იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ მორალურ-ეთიკური პრინციპების გათვალისწინებითაც მსგავს შემთხვევებში ნორმა აქ უნდა ეყრდნობოდეს ქმედობის სუბიექტურ მხარეს (მიზნისაკენ სწრაფვას). მაშინ როდესაც სისხლის სამართლებრივი გაგებით რატომღაც გადამწყვეტი მნიშვნელობა დადმგარ შედეგს ენიჭება. ალბათ იმ გასაგები მიზეზით, რომ შეგნების (განზრახვის) მტკიცების პრაქტიკა ხშირად სუსტია.
გამომდინარე აქედან ევროპული იურიდიული ლიტერატურა არ იზიარებს ე.წ. `ორმაგი ეფექტის პრინციპს~, როგორც პრაქტიკულად უსარგებლოს. მართალია ერთი მხრივ იმის უარყოფაც რთულია, რომ როდესაც კრიტიკულ სიტუაციაში ავადმყოფისთვის მაგ: წამლის გაკეთება თავისთავად იწვევს სიკვდილის მოსწრაფებას, რაც ფაქტის საკითხია და ლოგიკურადაც სიკვდილის შედეგის მისწრაფება მიზეზობრივად არის დაკავშირებული დამდგარ შედეგთან. მაგრამ სუბიექტის შეგნება ხომ ბუნებრივად არ შეიძლება იყოს მძიმე შედეგის დადგომის შესაძლებლობის მომცველი? მაშასადამე სამართლებრივად იგი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც განზრახვა: საბოლოოდ პასუხისმგებლობის საკითხიც იმით უნდა განისაზღვროს, თუ რა სახის შემცველია საექიმო ჩარევა, ქმედობა მართლზომიერია თუ არა.
უნგრეთის სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ არის გავრცელებული შეხედულება იმის თაობაზე, რომ სასიკვდილო შედეგი შეიძლება დადგეს `მეტად მსუბუქად~. ეს შეხედულება გამომდინარეობს იქიდან, რომ სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნებაც ხშირად ხომ მოძალებული სიკვდილის გაჭიანურებას ნიშნავს. ამ დროს ბუნებრივად იბადება კითხვა, თუ როდემდე არის შესაძლებელი სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნება? ვინაიდან ჟანგბადის მიუწვდომლობა (სასუნქი აპარატის გათიშვა) ხომ ამ შედეგს იწვევს. როგორ განვიხილოთ იგი, როგორც მკვლელობა, თუ როგორც ევთანაზია?
სათანადო შეფასების გარეშე არ უნდა დავტოვოთ საკითხი იმის შესახებ, როგორ უნდა მოიქცეს ექიმი როდესაც ორმაგი ვალდებულების შესრულების წინაშე დგება: გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე (თუკი შეძლებს) თუ `შეამსუბუქოს~ ტანჯვა? გასაგებია, თუკი სიცოცხლის შენარჩუნების მიმიმალური გარანტია არსებობს ამ ქმედობის დასჯადობაზე მსჯელობა ლოგიკურ დასასრულამდე მიგვიყვანს. მაგრამ იმ ავადმყოფის მიმართ, რომელიც ბოლო სტადიაში იმყოფება და არანაირი იმედი არ არსებობს სიცოცხლის თუნდაც დოებით შენარჩუნებისა, როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, თუკი იგი დარწმუნდა, რომ ავადმყოფის მდგომარეობა უიმედოა, ხომ არ უნდა დასრულდეს იგი ერთადერთი გზით. . . 1
ევთანაზიის ლეგალიზაციაზე მსჯელობისას თანდათან ვრწმუნდებით, რომ ამ იდეას ღრმა საფუძველი აქვს მაგრამ იგი მაინც ფართოდ განხილვას საჭიროებს კანონმდებელთაგან, რადგან საკითხი ადამიანის სიკვდილ სიცოცხლეზეა დასმული; ადამიანს, ხომ ერთხელ ეძლევა სიცოცხლე. ის ხომ უზენაესი ღირებულებაა.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში ევთანაზია ანუ მსხვერპლის თხოვნით ჩადენილი განზრახ მკვლელობა დასჯადია და იგი გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კიდექსის 110-ე მუხლით. ჩვენც ამ დანაშაულს განვიხილავთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: განსახილველი დანაშაულის ობიექტია მომაკვდავი ადამიანის სიცოცხლე. სისხლის სამართლის კანონი მკვლელობად მიიჩნევს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სიცოცხლის მოსპობა ხდება, როგორც დაზარალებულის თანხმობით, ასევე მისი ნების საწინააღმდეგოდ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფები თხოვნით მიმართავენ ექიმებს ან კერძო პირებს, რათა დააჩქარონ მათი სიკვდილი. ასეთი პირების როლში გამოდიან ის ადამიანები, რომლებიც განიცდიან აუთანელ ტანჯვას. ინვალიდები, ღრმად მოხუცებული ავადმყოფები, რომელთაც არ ძალუძთ იზრუნონ საკუთარ თავზე. არიან ლოგინს მიჯაჭვულები და აღარ გააჩნიათ გამოჯანმრთელების არანაირი იმედი. ამას ფიზიკური ტკივილიც ემატება და ნატრობენ რაც შეიძლება ჩქარა დამთავრდეს მათი სიცოცხლე, ის მშობლები, რომელთა შვილებსაც აქვთ უმძიმესი თანდაყოლილი სიმახინჯე და რომელთა გამოჯანმრთელების შანსიც არ არსებობს.
ევთანაზიას სასტიკად ეწინააღმდეგება ქართული სამღვდელოება. მათი გადაწყვეტილება ცალსახაა _ `არა, არავითარ შემთხვევაში~. რაც შეეხება ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფილოსოფოსებსა და ა.შ. მათი აზრი იცვლება ცხოვრების რეალური პირობების გათვალისწინებით. მაგ: ზოგიერთი ექიმი თავის პრაქტიკულ საქმიანობაში მიმართავს რა ევთანაზიის გამოყენებას მიიჩნევს, რომ ეს არის მართლზომიერი მოქმედება, რადგან ექიმმა, რომელიც ევთანაზიას მიმართავს, იცის, რომ მის პაციენტს აღარაფერი დარჩენია გარდა სიკვდილისა. პაციენტის მდგომარეობა მკურნალობას აღარ ექვემდებარება და თუ არ გაუადვილებს სიკვდილს, მცირე დროის შემდეგ ეს შედეგი მაინც დადგება, თანაც წამებით.
დაჩქარებულ და გარდაუვალ სიკვდილს შორის სიცოცხლის მონაკვეთს აღარ გააჩია ყიფითი სიტკბოება და რეალური გარემოებების გათვალისწინებით აღარც კი შეიძლება ეწოდოს მას სიცოცხლე.
საერთოდ ევთანაზიის დროს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზნობრივი საბაბი ისაა, რომ ევთანაზიამ უფრო ფართო გავრცელება არ ჰპოვოს.
საქართველოს კანონმდებლობა ევთანაზიას, ისევე როგორც სიცოცხლის შენარჩუნების ხელოვნურ ღონისძიებათა შეწყვეტას, აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს, რადგან ექიმმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოკლას ადამიანი და თანაც საფრთხე არ უნდა შეუქმნას მედიკოსის პროფესიის ზნეობრივ საფუძვლებს.
პროფესორ წერეთლის აზრით, ევთანაზია _ ესაა უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილით გაწამებული ადამიანისათვის სიბრალულის მოტივით ისეთი საშუალების მიცემა, რომელიც არა მარტო გაუყუჩებს ტკივილს, არამედ სიცოცხლესაც მოუსპობს. ზოგი ქვეყნის კანონმდებლობაში (შვეიცარია, ავსტრია, ფინეთი, პოლონეთი) მკვლელობა, რომელიც ჩადენილია ავადმყოფის თხოვნითა და მისი შებრალების მოტივით, გათვალისწინებულია, როგორც მკვლელობის განსაკუთრებული სახე და ისჯება გაცილებით უფრო მსუბუქად ვიდრე ჩვეულებრივი განზრახი მკვლელობა. საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ქმედობას განიხილავს, როგორც ჩვეულებრივ განზრახ მკვლელობას.
პრობლემა იმაშია, რომ მართალა ობიექტი ფიზიკურად აღარ ვარგა ცხოვრებისათვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მას გონება საღი აქვს. მაგალითად ბავშვი, რომელსაც თან დაჰყვა სიმახინჯე, იგი ზრდასთან შესაბამისად აცნობიერებს, რომ თანატოლებს არ ჰგავს, რომ იგი ვეღარასოდეს გახდება სრულყოფილი და ბავშვობის ასაკიდანვე უჩნდება სიკვდილის სურვილი.
ასეთი მაგალითი თითქმის ამართლებს კიდეც ზოგიერთი პედიატრის აზრს იმის თაობაზე, რომ ბავშვი რომელიც ასეთი შესამჩნევი სიმახინჯით დაიბადება, სასურველია ლიკვიდირებული იქნეს მშობლისაგან დაფარულად. ობიექტური მხარე ამ დანაშაულისა გამოიხატება `მომაკვდავის დაჟინებული თხოვნითა და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად~. შთაგონებული ბრალდებულის მიერ, მსხვერპლის, ანუ უკურნებელი სენით შეპყრობილის მკვლელობაში. მკვლალობის მიზანი კი არის განსაკუთრებული სენით შეპყრობილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლება. როგორც ვხედავთ მიზანი 110-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ელემენტია. დისპოზიციაში მოხსენიებული მსხვერპლის დაჟინებული თხოვნა მისი ნების შესაბამისად გვევლინება ისეთ ფაქტორად, რაც შთაგონების აღმოცენების საფუძველია. ეს უკანასკნელი გულისხმობს პიროვნებაზე ისეთ ზემოქმედებას, როდესაც მას საკუთარი სურვილისა და განზრახვის გარეშე, ზოგჯერ კი მის საპირისპიროდ ექმნება გარკვეული გრძნობა ან სურვილი, რაიმე მოქმედების შესრულებისა, რაც არ გა,მომდინარეობს მისი მოქმედების აღიარებული პრინციპებიდან. შთაგონების საშუალება ამ შემთხვევაში არის მომაკვდავის დაჟინებული თხოვნა ბრალდებულზე, რომ ამ უკანასკნელმა მოუსპოს მას სიცოცხლე.
ბრალდებულს თვითონ არ გააჩნია დაზარალებულის მოკვლის სურვილი, მაგრამ ითვალისწინებს რა ავადმყოფის მდგომარეობას, მის თხოვნას, სიბრალულის მოტივით კლავს მას.
შთაგონებისაგან განასხვავებენ თვითშთაგონებას, როდესაც შთაგონების მსგავსი ეფექტი მიიღება თავად პიროვნების მიერ საკუთარ თავზე გარკვეული ზემოქმედებით (განწყობის შექმნით, თვითრწმენის განმტკიცებით და ა. შ).1
მომაკვდავის დაჟინებული თხოვნა და მისი ნამდვილი ნების შესაბამისობა ნიშნავს იმას, რომ ობიექტი დარწმუნებულია, რომ რაღაც დროის განმავლობაში აზრი არ შეეცვლება, დარწმუნებუყლია, რომ სიკვდილი შვებას მისცემს და ამჯობინებს მის დაჩქარებას. უფრო მეტიც, სურს სიკვდილი და სთხოვს ბრალდებულს შველას, რომელმაც იცის ეს გარემოება, მომაკვდავისაგან შთაგონებით და კლავს, რადგან მასში აღიძვრება სიბრალულის გრძნობა.
დანაშაული დამთავრებულად ითვლება მსხვერპლის თხოვნით მკვლელობის მომენტიდან. მოცემული დანაშაულის შემდგენლობა მატერიალურია, რაც გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას, ბრალდებულის ქმედობასა და დამდგარ შედეგს შორის (ჰოპოთეზური მიზეზობრიობა).
სუბიექტური მხრივ კანონმდებელი სამ მნიშვნელოვან მომენტს უსვამს ხაზს:
- ბრალდებულის შთაგონებას დაზარალებულის მიერ;
- მომაკვდავის დაჟინებულ თხოვნას;
- დაზარალებულის ნების ნამდვილობას.
ჩამოთვლილი სამი მომენტი არის ის გარემოებები, რამაც განაპირობა ამ განზრახ მკვლელობის შემამსუბუქებელი ხასიათი და ამათთაგან თუნდაც ერთი კრიტერიუმის არქონის შემთხვევაში სახეზე გვექნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
განზრახვა შეიძლება იყო მხოლოდ არაპირდაპირი. ე.ი. ამ შემთხვევაში ბრალდებულს შეგნებული აქვს, რომ მომაკვდავის დაჟინებული თხოვნით სჩადის მკვლელობას, რომელიც არ სურს მაგრამ იმდენად ძლიერია სიბრალულის გრძნობა, რომ თავის პრინციპების წინააღმდეგადაც მიდის და კლავს ავადმყოფს.
ასეთი მკვლელობები, მართალის შეცოდების, სიბრალულის მოტივით არის ჩადენილი, მაგრამ არ გამორიცხავს პასუხისმგებლობას და კანონის მოთხოვნა ქმედების დასჯადობის შესახებ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპიდან _ `სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალლი უფლებაა და მას იცავს კანონი~.
სისხლის სამართლის დანაშაულთა სუბიექტად გვევლინება როგორც საერთო სუბიექტი 14 წლის ასაკიდან, ასევე სპეციალური სუბიექტი (მაგ. მკურნალი ექიმი). მკვლელობის სუბიექტები შეიძლება აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც მზრუნველობას უწევენ დაზარალებულს. ესენი შეიძლება იყვნენ ახლობლები, ოჯახის წევრები და სხვა, რომლის ხელითღაც აირჩია სიკვდილი დაზარალებულმა.
განზრახ მკვლელობა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში
მუხლი 111
განსახილველი მუხლი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი ითვალსწინებს განზრახ მკვლელობას უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, _ ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით სამ წლამდე, ან ტუსაღობით ვადით 4 თვემდე ანდა თავისუფლებიოს აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.
მეორე ნაწილი ითვალისწინებს იგივე ქმედებას ჩადენილს ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.1
ამ დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება მსხვერპლის მხრიდან ბრალდებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ უკანონო, ამორალური საქციელი. რამაც გამოიწვია ბრალდებული მძიმე ფსიქიკური აფეთქება. ფსიქოლოგიაში და იურისპრიუდენციაში პიროვნების ამ მდგომარეობას `ფიზიოლოგიურ აფექტს~.
აფექტი (აფფეცტატიო) ლათინური წარმოშობის სიტყვაა და სულიერ მღელვარებას აღნიშნავს. იგი უკიდურესად ინტენსიური, ერთბაშად წამოჭრილი და სწრაფად წარმავალი ემოციაა, რომელიც განსაზღვრულ მომენტში ეუფლება პიროვნებას, წარმართავს მის ქცევას. აფექტი აძნელებს შექმნილი მდგომარეობის, სიტუაციის გაცნობიერებას, რის გამოც ადამიანი; ჩვბეულებრივ, მიზანშეუწონელ, შეუკავებელ ქაოსურ რეაქციას იძლევა. აფექტი მთლიანად მოიცავს ადამიანის ცნობიერებას, ცნობიერება ვიწროვდება და მასში არ რჩება ადგილი რაიმე სხვა განცდებისათვის. აფექტის დრო ადამიანს არ შეუძლია ნორმალური მსჯელობა, მოცემული პირობების ან თავის ქცევის საღი შეფასება. ამიტომაა, რომაფექტით შეპყრობილ ადამიანს არ ესმის ხოლმე რჩევისა და დამშვიდების სიტყვები, რომლითაც მას მიმართავენ. ძლიერი აფექტი ადამიანის მოქმედების დეზორგანიზაციას იწვევს. ადამიანი კარგავს საკუთარი მოქმედების შეგნებული რეგულაციის უნარს. მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გრძელდება. მას ფეთქებადს უწოდებენ. იგი უცბად იფეთქებს და ისევე უცბად გაივლის. ჩვეულებრივ აფექტს ახლავს ძლიერი სხეულებრივი გამოვლინებანი: ადამიანი ფითრდება, წითლდება, უხშირდება გულის ცემა, სუნთქვა, მკვეთრად ეცვლება მიმიკა და სხვა. აფექტს წარმოადგენს მაგალითად ზლიერი რისხვა, რომელიც იპყრობს ადამიანს და შესაძლოა ისეთი რამ ჩაადენინოს, რასაც იგი შეგნებულად არასდროს მოიმოქმედებდა.
აფექტს ყოფენ ორ ჯგუფად: სთენიკურ (ძლიერს) და ასთენიკურ (სუსტ) აფექტებად.
სთენიკური აფექტისათვის დამახასიათებელია თანმხლები სხეულებრივი პროცესების გაძლიერება და საზოგადოდ ინდივიდის მოძრაობათა და ფსიქიკურ პროცესთა გაცხოველება. გულის ცემა და სუნთქვა სთენიკური აფექტის დროს ძლიერდება, სისხლძარღვები ფართოვდება, კუნთების ძალა მატულობს, აზრები და წარმოდგენები სწრაფად მომდინარეობენ აფექტით ნაკარნახევი მიმართულებით.
ასთენიკური აფექტისათვის დამახასიათებელია ყველა ზემოაღნიშნული პროცესის მოდუნება, დასუსტება და შენელება. ტიპურ ასთენიკურ აფექტებად თვლიან შიშის, განცვიფრების, დარდის აფექტს.
სსკ-ის 111-ე მუხლის შერაცხვის აუცილებელი წინაპირობაა უეცრად წარმოქმნილი ძლიერი სულიერი აღელვება, რაცას სთენიკური აფექტი შეესაბამება.
`ძლიერი სულიერი აღელვების ცნებას შეესაბამება ფსიქოლოგიურ-ფიზიოლოგიური აფექტი, რაშიოც იგულისხმება გარესამყაროს ზემოქმედებაზე ადამიანის ემოციური რეაქცია. ეს რეაქცია ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებით.~1
ფიზიოლოგიური აფექტი მწვავედ მოზღვავებული ემოციების ერთბაშად აფეთქებაა, რომელიც ასუსტებს საქციელის კონტროლის უნარს, ამოატივტივებს განუზომელ და დაუოკებელ ლტოლვას შეურაცმყოფელის მიმართ შურისძიების სახით და რომლის შეკავება აღარ შეუძლია სუბიექტის გონიერ ძალას. სწორედ ეს მდგომარეობა ქმნის პირობებსსუბიექტი ჩაითვალოს ნაკლებად საშიშად. იმასთან შედარებით, როდესაც დამნაშავე ყოველგვარი აფექტის გარეშე წყნარად და მშვიდად გეგმავს დანაშაულის ჩადენის მთელ მსვლელობას.1
ვინაიდან პირს ფიზიოლოგიური აფექტის დროს დაქვეითებული აქვს თავისი ქცევისადმი კონტროლის გაწევის შესაძლებლობა შესაძლებლობა ამიტომ მას ასეთ მდგომარეობაში შეუძლია დაარღვიოს არსებული მართლწესრიგის ნორმები. აფექტი ადამიანს თვითკონტროლსა და გარემოში სწორად გარკვევის უნარს უსუსტებს და ხშირად უბიძგებს აგრესიული მოქმედებისაკენ, მაგრამ ამგვარი მოქმედებისაგან თავის შეკავების შესაძლებლობა ფიზიოლოგიური აფექტის დროს მაინც რჩება. ფიზიოპლოგიური აფექტი არ გამორიცხავს შერაცხადობას, რადგან პირს შეეძლო ნებისყოფის სათანადო დაძაბვიტ, თვითშეგონებით შეეკავებინა ტავი მოქმედებისაგან. ნებისყოფის დაძაბვა და თვითშეგონება სიდინჯისა და საკუთარი მოქმედების კონტროლისაკენ ყველა ადამიანისათვის მიღწევადია. ისეთი ემოციური მდგომარეობისაც კი, როგორიცაა ფიზიოლოგიური აფექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში წინ აღარაფერი აღუდგება აფექტს. ამიტომაცაა, რომ კანონმდებელი შემამსუბუქებელ, მაგრამ მაინც დასჯად ქმედებად თვლის აფექტის მდგომარეობაში ჩადენილ მკვლალობას. პათოლოგიური აფექტის დროს, განსხვავებით ფიზიოლოგიური აფექტისაგან, პირი ტავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, რადგან ამ უკანასკნელ გარემოებაში დაბნელებული გონების ფსიქიკა საერთოდ ნულოვან ზღვარზეა დასული და ადამიანს სრულად ეკარგება უნარი უხელმძღვანბელოს თავის საქციელს. ამიტომ მას არ შეუძლია პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულისათვის. მასასადამე თუ ფიზიოლოგიური აფექტის დრო სუბიექტის მოქმედება მაინც გამიზნული და გონივრულია, მაგრამ შესუსტებულია საქციელის კონტროლის ძალა, პათოლოგური აფექტის დროს იგი საერთოდ არ არსებობს და პირი თითქმის შეურაცხად მდგომარეობაშია.
თამაზ შავგულიძეს ნაშრომში `აფექტი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა~, ჩამოყალიბებული აქვს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური აფექტების შედარებითი ცხრილი:
ფიზიოლოგიური აფექტი პათოლოგიური აფექტი
საშუალო ინტენსივობა უმაღლესი ინტენსივობა
ქმედების თანაბრობა გამომწვევ ფაქტორთან შეუფარდებლობა გამომწვევ მიზეზთან
აზროვნების უმნიშვნელო ცვლილება აზროვნების სრული შეცვლა
თავშეუკავებლობა შესაძლებლობის დაკარგვა პასუხი აგოს თავის ქმდებაზე
იდეევის ასოციური დაუკავშირებლობა იდეების დაუკავშირებელი შეხამება
მახსოვრობის შენახვა ამნეზია
რეაქტიული სისუსტე პათოლოგიური ძილი1
როგორც აღვნიშნეთ, ფიზიოლოგიური აფექტი ემოციის ერთ-ერთი. სახეა. ა. ვალდმანს მიაჩნია, რომ `ემოცია ასახვითი ფსიქიკური მოქმედების ისეთი ფორმაა, სადაც პირველი ადგილი უჭირავს ირგვლივ არსებული ინფორმაციისადმი განწყობილებას. როცა ინფორმაციის სიგნალები პირადულად გარდაიქმნებიან.~2
ადამიანები სხავადსხვაგვარად აღიქვამენ გარესამყაროში მიმდინარე პროცესებს. ეს პროცესები აისახებიან ადამიანის ფსიქიკაზე. ემოციური პროცესები დიდი ტვინის ჰემისფეროების ქერქქვეშა ცენტროებსა და ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაში მიმდინარეობენ და მოცემულ სიტუაციაში მათი ინტენსიურობა დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე, ტიპზე, ტემპერამენტზე და სხვა.
აფექტის დროს ადამიანის ფსიქიკა მოითხოვს ამ განცდის შედეგად აღძრული სურვილის დაკმაყოფილებას და ასეთი სურვილის დაკმაყოფილების შემთხვევაში ადამიანის ემოციური მდგომარეობა სტაბილურობას უბრუნდება. ქმედება აფექტის დროს ემსახურება იმპულსის დაკმაყოფილებას, მაგრამ ქმედების ფასეულობა ზუსტად ამ სურვილში იგრძნობა.3
სუბიექტის საპასუხო რეაქცია დაზარალებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე გარეგნულად უტოლდება ქმედების ავტომატიზმს, მაგრამ რატომაა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ასეთ დანაშაულს განზრახ დანაშაულად მიიჩნევს? საქმე იმაშია, რომ ადამიანს მაინც შესწევს უნარი თავის შეკავებისა, რადგან ის ფსიქიკურად არაა დაავადებული და შეუძლია ნებისყოფის დაძაბვა. მას განზრახვა და აფექტი ერთდროულად უვითარდება ემოციური სტაბილურობიდან. აფექტური მდგომარეობის დრო მართალის ადამიანის ქმედება არ არის გააზრებული, მაგრამ თუ დავაკვირდებით ადამიანის ინსტინქტში გარკვეულწილად შეიმჩნევა მიზნის მისაღწევად რეალური საშუალების გამოყენება. მაგალითად: როდესაც ადამიანი აფექტურ მდგომარეობაშია და განზრახული აქვს ადამიანის მოკვლა, იგი მიზნის მისაღწევად იყენებს ისეთ საშუალებას, რომლითაც რეალურად შეძლებს ამ მიზნის განხორციელებას. ვიცით, რომ აფექტის დრო პირი მკვლელობის იარაღად იყენებს იმ საშუალებას, რაც ხელში მოხვდება. იგი არ იყენებს რბილ საგნებს _ წიგნი, ბალიში და სხვა. თანაც შეტევის დროს ამ საგანს ურტყამს ტავში და არა ფეხში ან სხვა ადგილას. ე.ი. ადამიანს ინსტინქტი კარნახობს თუ როგორ მიაღწიოს მიზანს.
იმისათვის, რომ ადამიანს განუვითარდეს ფიზიოლოგიური აფექტი აუცილებელი წინაპირობაა, რომ მას მიაყენონ ფიზიკური ან მორალური შეურაცხყოფა. მაგრამ შეურაცხყოფას ყოველთვის როდი მოსდევს აფექტი. ეს ადამიანის სუბიექტივიზმზეა დამოკიდებული. მას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მისი ტემპერამენტი.
როგორც ვიცით, ფსიქოლოგიაში, ტემპერამენტს მისი ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებებით ოთხ ტიპად ყოფენ: მელანქოლოკი, სანგვინიკი, ქოლერიკი და ფლეგმატიკი. ამათთაგან ერთ შემთხვევაში, მაგალითად ქოლერიკული ტემპერამენტის სუბიექტს აფექტის მდგომარეობა შეიძლება წარმოეშვას თითქმის უეცრად, რადგან მისთვის დამახასიათებელია გრძნიბების დიდი აღგზნებადობა; გრძნობები ადვილად აღმოცენდებიან. ეს ტიპი ადვილად ინთება და ასე შემდეგ.
სხვა შემთხვევაში, მაგ. მელანქოლიკის ან ფლეგმატიკის აფექტური მდგომარეობა, შეიძლება წარმოიშვას გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. ფლეგმატიკს ახასიათებს გრძნობების სუსტი აღგზნებადობა. ე.ი. ამ ტიპის ადამიანში გრძნობათა გამოწვევა ძნელია. ეს არის მშვიდი, გულდგრილი ადამიანი. მისთვის უცხოა აფექტები, გრძნობები აღმოცენდებიან ნელა, გვიან და ძნელად აღწევენ აფექტის ინტენსივობას.
მელანქოლოკური ტემპერამენტი გრძნობების აღგზნებადობის მხრივ წააგავს ფლეგმატიკურს; მას ახასიათებს სანგვინიკთან და ქოლერიკთან შედარებით უფრო ძნელად აგზნებადი და სუსტი, მოდუნებული გრძნობები.1
აფექტის შემდგომ არ რჩება რაიმე თვალნათლივი კვალი, რითაც შეიძლება დადგინდეს, რომ ბრალდებული აფექტში იმყოფებოდა. აფექტის მდგომარეობაში ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით გამომძიებელი ხშირად ღებულობს მნიშვნელოვან მონაცემებს მოწმეებისაგან, რომლებიც შეესწრნენ ამ ფაქტს, მაგრამ მათგან მიღებული ჩვენებები ცხადია ვერ უპასუხებს კითხვაზე მკვლელობის ჩადენის მომენტში ადგილი ჰქონდა თუ არა უეცარ ძლიერ სულიერ აღელვებას და რა ხარისხის იყო იგი.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლდო სპეციალისტებს _ ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს შეუძლიათ. აფექტით ჩადენილ მკვლელობის ყველა საქმეზე მიზანშეწონილია ჩატარდეს კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ექსპერტების გადასაწყვეტად უნდა დაისვას ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება ბრალდებულის სულიერ ჯანმრთელობას, შეურაცხადობას, ფსიქოლოგიურ თავისებურებებს და სხვ. მათში მაინც მთავარი უნდა იყოს იმის გარკვევა, იმყოფებოდა თუ არა მკვლელობის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. ამ საკითხზე პასუხის გაცემისას ექსპერტებმა უნდა დაასახელონ ის კრიტერიუმები, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ, როდესაც გამოჰქონდათ დასკვნა აფექტის არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასევე უნდა დაახასიათონ დიაგნოსტიკის მეთოდიკა. აფექტის საკითხებზე დადებითი პასუხის გაცემისას, ექსპერტები ვალდებულნი არიან განსაზღვრონ აფექტის დასაწყისი და დასასრული ე.ი. მისი დროის საზღვრები. ექსპერტების დასკვნას სასამართლო აფასებს საქმეზე სხვა მტკიცებულებებთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ ეჭვი შეიტანა დასკვნების სისწორეში, მას შეუძლია დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა უფრო კვალიფიციური სპეციალისტების მოწვევით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლი მკვლელობას შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება დანაშაულის ჩადენის მომენტში იმყოფებოდა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რომელიც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლობლების მიმართ მსხვერპლის მიერ ჩადენილმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ.
დისპოზიციაში ჩამოთვლილ გარემოებათაგან თუნდაც ერთის არარსებობის შემთხვევაში ქმედება არ დაკვალიფიცირდება 111-ე მუხლით. იმისათვის, რომ აფექტი ვცნოთ მკვლელობის შემამსუბუქებელ გარემოებად, საჭიროა მისი წარმოქმნა (აღმოცენება) მოხდეს უეცრად, როგორც რეაქცია დაზარალებულის არამართლზომიერ ქცევაზე. ტერმინი უეცარი~ იგულისხმება როგორცმოულოდნელობა~, `უცაბედობა~ თვითონ მკვლელისათვის, რასაც იგი საერთოდ არ ითვალისწინებდა. აფექტის მდგომარეობაში შეიძლება წარმოიშვას (გაჩნდეს) მოულოდნელად დაზარალებულთან ნორმალური ურთიერთობის ფონზე, ასევე, მათ შორის ხანგრძლივი მტრობის შედეგად, თუ რა თქმა უნდა მკვლელობა პროვოცირებული იყო დაზარალებულის მიერ დამნაშავის ან მისი ახლობლის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ძალადობით, მძიმე შეურაცხყოფით ან სხვა მძიმე ამორალური ქმედობით ანდა ამორალური ქმედობით განპირობებული ხანგრძლივი ფსიქიკური ტრამვით.
ე.ი. კანონმდებელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის მიერ ჩადენილი ძალადობა კანონსაწინააღმდეგო ხასიათს უნდა ატარებდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში აფექტის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნევა არ იქნება გამართლებული. მაგალითად, უკანონო არ იქნება სუბიექტის მიერ ძალადობის განხორციელება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ან და უკიდურესი აუცილებლობის დროს, ძალადობა დამნაშავე პირის დასაკავებლად ან სუბიექტის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. ასეთ დროს პირი მართლსაწინააღმდეგოდ არ ხელყოფს საზოგადოებრივ სიკეთეს და შესაბამისად არც სულიერი აღელვება და შედეგად დანაშაულის ჩადენა არ იქნება მართლზომიერი.
ამრიგად, კანონმდებელი ასახელებს შემდეგ პირობებს:
1) ძლიერი სულიერი აღელვება უნდა იყოს უეცრად აღძრული;
2) იგი გამოწვეული უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ძალადობით ან მძიმე შეურაცხყოფით;
3)ძალადობა და შეურაცხყოფა მიყენებული უნდა იქნეს დამნაშავის ან მისი ახლობლის მიმართ. როდესაც კანონმდებელი მიუთითებს უეცრობაზე, იგი გულისხმობს ძლიერი სულიერი აღელვების აღძვრის უეცრობას. მაგრამ შესაძლოა, რომ დაზარალებულის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაზე საპასუხო რეაქცია მოგვიანებითაც განხორციელდეს.
არა მარტო ძლიერი სულიერი აღელვება უნდა იქნას აღძრული უეცრად, არამედ თვით განზრახვაც. თუ სუბიექტს ამა თუ იმ პირის მოკვლის განზრახვა ადრე ჰქონდა ჩაფიქრებული და აღელვება მხოლოდ თან სდევდა მკვლელობას, ასეთი მკვლელობა არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც შემამსუბუქებელ მდგომარეობაში ჩადენილი. მკვლელობის ჩადენის განზრახვა აღმოცენდება იმ მომენტში, როდესაც სუბიექტი უკვე იმყოფება აფექტის მდგომარეობაში. მაშასადამე, უეცრად წარმოშობილ ძლიერ სულიერ აღელვებასა და ამ მდგომარეობაში ჩადენილ მკვლელობას შორის არ უნდა იყოს და არც შეიძლება იყოს გაწყვეტა დროში.
ვფიქრობთ, რომ დაზარალებულის არამართლზომიერ ქცევასა და ძლიერი სულიერი აღელვებას შორის (რომელიც შემდგომ განაპირობებს ბრალდებულის ყოფაქცევას), შეიძლება იყოს გაწყვეტა დროში, რომლის განმავლობაშიც ფორმირდება, ყალიბდება აფექტური მდგომარეობა.
აფექტის მდგომარეობაში მკვლელობის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა ენიჭება დანაშაულის ჩადენის იარაღსაც, _ იგი არ შეიძლება განხორციელდეს წინასწარ მომზადებული იარაღით. ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში მყოფი სუბიექტი უეცრად აღძრული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იყენებს იმ იარაღს, რომელზეც მას ხელი მიუწვდება; ეს შეიძლება იყოს სკამი, უთო, ქვა, ბოთლი და სხვ. მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ დამნაშავემ გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღიც, რომელსაც იგი უკანონოდ ატარებდა.
სპეციალისტ-პრაქტიკოსების ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების დახმარებით გაარკვიონ, თუ როგორ ფორმირდებოდა (ყალიბდებოდა) აფექტური მდგომარეობავ და რით შეიძლება აიხსნას მისი წარმოშობის დახაენბა (შეფერხება).
მარტო გარეგანი გამოხატულებით ძნელია დამტკიცდეს აფექტური მდგომარეობა, მოწმეების ჩვენებით შეიძლება, რომ ესა თუ ის დანაშაული გავდეს აფექტში ჩადენილს, მაგრამ ეს იყოს გათამაშებული. ფსიქოლოგების აზრით, ზოგიერთი ტიპის ადამიანს შეუძლია გამომძიებლის მოტყუება, რადგან ადამიანს აქვს რისხვის თუ სხვა ემოციური მდგომარეობის მახსობის უნარი, და თუ როდესმე განუცდია მას მსგავსი ემოცია, ესც მის ფსიქიკაში შენახულია და შეუძლია ხელმეორედ მისი გათამაშება. ამიტომაა აუცილებელი ექსპერტიზის ჩატარება.
აფექტი გამოწვეული უნდა იყოს დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მიერ რაიმე ძალადობით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. ახლო ნათესაცთა წრე განსაზღვრულია საქართევლოს სსკ-ის 109-ე მუხლის შენიშვნით. აქ ნათქვამია, რომ ახლო ნათესავად~ ითვლება: მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და-ძმა, მეუღლე. ეს ჩამონათვალი ამომწურავია. ამავე დროს ის სავალდებულოა 111-ე მუხლისათვის, რადგან 109-ე მუხლის ტექსტი ასე იწყებაამ კოდექსში ახლო ნათესავად ითვლება~ და ა.შ. მაგრამ, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სსკ-ში ჩამოთვლილ ახლო ნათესავთა წრის გარდა არიან ადამიანისათვის ისეთი ახლობელი ადამიანებიც (მაგ. ახლო მეგობარი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი), რომლის შეურაცხყოფისთვისაც, აგრეთვე, შეიძლება განუვითარდეს პირს აფექტური მდგომარეობა.
აფექტის გამომწვევი `მართლსაწინააღმდეგო~ ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკურიც და ფსიქიკურიც (მუქარა). შესაძლებელია, ფიზკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ერთდროულადაც განხორციელდეს. მაგალითად, ვინმე სცემს კაცს და თან ემუქრება მომავალში უფრო მეტი დაზიანებით (გაგაქრობ და სხვა).
111-ე მუხლის ტექსტში აფექტის გამოწვევის საფუძვლად `მართლსაწინააღმდეგო ძალადობის შემოტანამ თავისთავად წამოჭრა ახალი საკითხი, რომელსაც უშუალო პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ამან არ უნდა გამოიწვიოს აუცილებელი მოგერიების შემთხვევის და აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ერთმანეთში არევა. თუ პირი მკვლელობას ჩადის აფექტის მდგომარეობაში და ამავე დროს ახორციელებს თავის უფლებას აუცილებელ მოგერიებაზე, ამ შემთხვევაში იგი ან თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან ან სსკ. 28-ე მუხლის საფუძველზე (აუცილებელი მოგერიება), ან პასუხს აგებს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჩადენილი მკვლელობისათვის (მუხლი 113).
აფექტურ მდგომარეობაში მყოფი შემცირებული შერაცხადობის მდგომარეობაშია, მისი ბრალის ხარისხი შემცირებულია მიუხედავად იმისა ის განსაკუთრებით საშიში რეციდივისტია თუ უაღრესად თვინიერი ადამიანი. აფექტურ მდგომარეობაში იქნება ადამიანი თუ `მშვიდად დაგეგმავს დანაშაულის ჩადენის მთელ მსვლელობას~, ეს მისი პიროვნების მეტ ან ნაკლებ საშიშროებაზე ვერ იმოქმედებს. აქ საქმე გვაქვს ბრალის ხარისხთან და არა პიროვნების საშიშროებასთან.1
ტერმინ `მძიმე შეურაცხყოფაში~ იგულისხმეაბ ადამიანის პატივისა და ღირსების განსაკუთრებით უხეში დამცირება, რაც შეიძლება საკმარისი მიზეზი აღმოჩნდეს აფექტის აღმოცენებისათვის. მძიმე შეურაცხყოფის შეფასებისას აუცილებელია მორალის საყოველთაოდ მიღებული ნორმებით ხელმძღვანელობა. ასევე გათვალისწინებულ უნდა ქინას თვით ბრალდებულის ინდივიდუალური თავისებურებანი, აფექტის რეალური არსებობა და სხვა.
111-ე მუხლი აფექტის გამომწვევ გარემოებად მიიჩნევს `მართლსაწინააღმდეგო ძალადობას~ და არა უკანონო ძალადობას. მართლწინააღმდეგობა უკანონობაზე უფრო ფართო ცნებაა იმის გამო, რომ სამართალი უფრო ფართოა კანონის ცნების მოცულობასთან შედარებით. როცა ლაპარაკია უკანონობაზე, სასამართლომ ზუსტად უნდა დაადგინოს, რომელი კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედა დამნაშაევმ. მაშასადამე, აქ საქმე ეხება დაწერილ კანონს, ე.ი. პოზიტიურ ანუ სახელმწიფოს მიერ მიღებულ სამართალს. რაც შეეხება მართლწინააღმდეგობას, ეს ცნება გულისხმობს წინააღმდეგობას, დაწერილთან ერთად დაუწერელ სამართლისადმი.
როცა ლაპარაკია მართლსაწინააღმდეგო ძალადობაზე, მაშინ აფექტურ მკვლელობად უნდა მივიჩნიოთ ისეთი შემთხვევა, როცა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების შედეგად მკვლელობა ჩადენილია მსხვერპლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობის დამთავრების შემდეგ. იმ შემთხვევაში, როცა აფექტის მდგომარეობაში მყოფ მოძალადეს აზიანებს ძალადობის დამთავრებამდე, მაშინ ქმედება დაკვალიფიცირდება აუცილებელ მოგერიებად.
111-ე მუხლის დისპოზიციაში აფექტის აგმომწვევ შემდეგ გარემოებად მოხსენიებულია მსხვერპლის მიერ დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის `მძიმე შეურაცხყოფა~. შეურაცხყოფა ადამიანის პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, რასაც კრძალავს კონსტიტუციის 17 მუხლი. (ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია).
111-ე მუხლი აფექტის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს მძიმე შეურაცხყოფას~. იყო თუ არა შეურაცხყოფამძიმე~, ეს შეფასების საკითხია. შეფასებას ამ შემთხვევაში აკეთებს სასამართლო. შეფასების დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ დამნაშავის პიროვნული თვისებები. მაგალითად, მისი მგრძნობელობა თავის შინაგანი ღირსების მიმართ. ასეთი სუბიექტივიზმის დროს მხედველობაში მიიღება აგრეთვე დამნაშავის აღზრდა და ის სოციალური გარემო, სადაც მას უხდება ყოფნა. ის, რაც მისაღები და შედარებით ადვილად მოსათმენია ერთ სოციალურ ფენაში, შეურაცხმყოფელია მეორე სოციალური ფენის წარმომადგენლებისათვის. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე იმ ღირებულებასაც, რასაც დაზარალებული შეეხო, მაგალითად: დედის, ცოლის, დის, შეგინებას უწმაწური სიტყვებით ჩვენში მძიმე შეურაცხყოფად აღიქვამენ.
შეურაცხყოფა შეიძლება გამოიხატოს: სიტყვით, მოქმედებით და გამოსახულებით. სიტყვიერი შეურაცხყოფა შეიძლება პირდაპირი მიმართვით დამნაშავისადმი სხვების სხვების დაუსწრებლად ან სხვების თანდასწრებით. შეურაცხყოფა შეიძლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით (რადიო, ტელევიზია, პრესა).
მოქმედებითი შეურაცხყოფა შესაძლებელია პანღურის ამოკვრით, სილის გარტყმით და ა.შ.1
შეურაცხყოფა გამოსახულებით ხდება მაშინ, როცა დამნაშაევ გამოსახულია ქაღალდზე, კედლის გაზეთში, ბეჭდვით ორგანოში შეურაცხმყოფელი ფორმით. მაგალითად, ქალი დახატეს შიშველი. ასეთ დროს გამოსახულებაში შეურაცხყოფილი უნდა იყოს იმისთვის, ვინც მას პირადად იცნობს. დაზარალებული ასეთ დროს უნდა მოქმედებდეს პატივისა და ღირსებსი დამცირების მიზნით.
111-ე მუხლის დისპოზიციაში აფექტის გამომწვევ შემდეგ გარემოებად დასახელებულია სხვა მძიმე ამორალური ქმედება~. კანონმდებელი აქ როგორც ზემოთ ვახსენეთ ერიდება აფექტის გამომწვევ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს და ჩამოთვლის მათ სანიმუშოდ. ამას მიგვანიშნებს სიტყვასხვა~. ერთ-ერთი ასეთი სხვა მძიმე ამორალური ქმედება~, რომელიც სასამართლო პრაქტიკაში გვხვდება, არის ეგრეთ წოდებულიადიულტერია~ ანუ ცოლქმრული ღალატი.
შემდეგი გარემოება, რომელიც 111-ე მუხლის დისპოზიციაში გვხვდება, არის განზრახ მკვლელობა აფექტურ მდგომარეობაში, რაც გამოიწვია `მსხვერპლის არაერთგზისი~ მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ.~
ტერმინი არაერთგზისი~ ნიშნავს ერთხელ მეტად, ე.ი. 2-ჯერ მაინც. მაგრამძლიერი~ სულიერი აღელვებისათვის უფრო მეტად დამახასიათებელია სისტემატურობის~ ნიშანი, როცა მსხვერპლი სისტემატურად იქცევა კანონსაწინააღმდეგოდ ან ამორალურად. ამიტომ გადამწყვეტი შეფასება უნდა მისცეს სასამართლომ _ იყო თუ არა აღელვებაძლიერი~.
არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო~ ქცევა შეიძლება ჩაიდინოს, მაგალითად, სახელმწიფო მოხელემ, რომელმაც არაერთხელ უკანონოდ შელახა მოქალაქის უფლებები და ამით მოთმინებიდან გამოიყვანა დამნაშავე. აფექტური მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს ისეთმამართლსაწინააღმდეგო~ ქცევამ როგორიცაა არაერთგზის ჩადენილი თვითნებობა. არაერთგზის ჩადენილი ამორალური ქცევა უფრო მეტად შეიძლება შეგვხვდეს საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში ან ოჯახურ ვითარებაში. კანონის მიხედვით ასეთი ქცევის განმეორებითმა ჩადენამ ფსიქიკური ტრამვა უნდა გამოიწვიოს დამნაშაევში, გამოიყვანოს იგი წყობიდან და უეცრად და თან ძლიერად აღაგზნოს.
დამნაშავის~ სისტემატური მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევის შედეგად _ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის 1996 წ. სსკ-ის კომენტარში _ შეიძლება წარმოიქმნას ხანგრძლივი ფსიქომატრავმირებელი ვითარება, რაც ზოგჯერ იწვევს ფსიქოლოგიური აფექტის მდგომარეობას. ასეთ ვითარეაბში დამნაშავის ფსიქიკური დაძაბულობა თანდათAნობით გროვდება და როცამოთმინების ფიალა~ აივსება, წარმოიშობა ძლიერი სულიერი აღელვება, რაც მკვლელობის მიზეზი ხდება. ე.ი. ხანგრძლივი ფსიქიკური ტრავმა~ წარმოადგენს დაზარალებულის (მსხვერპლის) მართლსაწინააღმდეგო ან ამორალურ მოქმედებათა სისტემატიური განხორციელების შედეგს. დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევა, რაც სისტემატიურ ხასიათს ატარებს, ცხადია პიროვნებას უქმნის მუდმივ ნერვიულ დაძაბულობას _ ე.ი. იმას, რასაცფსიქომატრავმირებელი~ სიტუაცია ეწოდება. ამ სიტუაციაში ყოველ წუთს მოსალოდნელია მოხდეს ფსიქოლოგიური აფეთქება~, უეცარი სულიერი აღელვება,ნერვებმა უმტყუნოს~ ადამიანს და გამოავლინოს თავშეუკავებლობა, რასაც საბოლოო ჯამში იგი მიჰყავს მკვლელობის ჩადენამდე.
აფექტური მკვლელობა შესაძლებელია მხოლოდ მოქმედებით, უმოქმედობით ასეთი მკვლელობის ჩადენა არ შეიძლება. აფექტის დროს არ არის გამორიცხული თანამონაწილეობაც, დახმარების ან წაქეზების ფორმით. მაგალითად, დანის მიწოდება აფექტურ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის, რათა ამ უკანასკნელს მოეკლა დაზარალებული. ასეთ დროს პირი, რომელმაც ხელი შეუწყო მკვლელობას, ვერ ისარგებლებს 111-ე მუხლით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებით რადგან, იგი არ იმყოფებოდა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში. დამხმარის ან წამქეზებლის მოქმედება მხოლოდ მაშინ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 111-ე მუხლით, თუ ისინი ამსრულებელთან ერთად იმყოფებოდნენ მისატევებელ აფექტურ მდგომარეობაში. გასათვალისწინებელია ისიც რომ თანამონაწილეები მოქმედებენ ერთიანი უმართლობის საფუძველზე. ისინი ახორციელებენ ერთიან უმართლობას მაგრამ პერსონალური ბრალი მიუძღვით ამ ერთიანი უმართლობის ჩადენაში.
ასეთ ერთიან უმართლობას ასეთ შემთხვევაში წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება ე.ი. მკვლელობა. ეს ქმედება ყველა თანამონაწილისათვის ერთნაირად უნდა შეფასდეს კვალიფიკაციის თვალსაზრისით. მაგრამ თითოეულ თანამონაწილეს ამ მკვლელობის უმართლობის მიმართ პერსონალური ბრალი მიუძღვით. ვთქვათ, ერთი კაცის უკანონო მოქმედებამ მეორის აფექტური მდგომარეობა გამოიწვია. მესამემ, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში არ იმყოფება, დანა მიაწოდა აფექტურ მდგომარეობაში მყოფს. ამ უკანასკნელმა სწრაფად გამოართვა და დაარტყა იმას, ვინც მისი აფექტი გამოიწვია, და მოკლა. აქ გვაქვს მკვლელობა თანამონაწილეობით. როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს ეს ქმედება?
აფექტში მყოფი, ვინც დანა დაარტყა კაცს და მოკლა, ცხადია, დაისჯება 111-ე მუხლით. მაგრამ ისარგებლებს თუ არა ამ შეღავათით დანის მიმწოდებელი? ცხადია, არა. მისი ქმედება დაკვალიფიცირდება 108-ე მუხლით. აფექტში ყოფნა შემცირებული შერაცხადობის შემთხვევაა, მისი ბრალის ხარისხი დაბალია და ამიტომ იგი პასუხს აგებს 111-ე მუხლით.
111-ე მუხლს, 1960 წ. სსკ-ის 106-ე მუხლისაგან განსხვავებით, აქვს მეორე, კვალიფიციური ნაწილი, რომლითაც ისჯება იგივე ქმედება ორი ან მეტი პირის მიმართ~ ამიტომ თუკი ორი ან მეტი ადამიანი მოკლა აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა, მისი ქმედება დაკვალიფიცირდება 111-ე მუხლის მეორე ნაწილით. თუ მკვლელი აფექტში არ იყო, მაშინ მისი ქმედება დაკვალიფიცირდება 109-ე მუხლისა~ პუნქტით.
111-ე მუხლით აგებს პასუხს აფექტურ მდგომარეობაში მყოფი, თუკი ის ორსულ ქალს მოკლავს. სხვა შემთხვევაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება 109-ე მუხლის ბ~ პუნქტით. ასევე გადაწყდება იმ მკვლელობის საკითხიც, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით (109-ე მუხ.ვ~ პ.), ან ჩადენილია არაერთგზის (109-ე მუხ. ო~ პ.). მცირეწლოვანის განზრახ მკვლელობა ასევე უნდა ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად და დაკვალიფიცირდეს 109 მუხლისდ~ პუ7ნქტით. მაგრამ მცირეწლოვანის მკვლელობა, თუ ის ჩადენილია აფექტურ მდგომარეობაში დაკვალიფიცირდება 111-ე მუხლით.
სასამართლო პრაქტიკის შესწავლამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოში ხშირად უშვებენ შეცდომებს შემადგენლობების ცალკეული ნიშნების შეფასებისას. მაგრამ ძირითადად პრაქტიკა სწორად აკვალიფიცირებს აფექტში ჩადენილ მკვლელობას. აფექტის დროს ჩადენილი მკვლელობა ხომ დაზარალებულის კანონსაწინააღმდეგო მოქმედების კანონსაწინააღმდეგო შედეგია და რომ არა დაზარალებულის ასეთი მოქმედება, აღარც შესაბამისი უმართლობა გვექნება სახეზე.1
დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა
მუხლი112
განსახილველი მუხლი ერთი ნაწილისაგან შედგენა და მისი შინაარსი ასეთია: `დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.~_ რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
აღნიშნული მუხლი თავისი დისპოზიციით მეტად მკაცრად და მიუტევებლად გამოიყურება, თითქოს უცნაურიც კი არის, რომ შვილის მკვლელ დედაზე შეღავათები გავრცელდეს და მისი ქმედება შემამსუბუქებელ გარემოებაში იქნეს განხილული, რადგან ბრალდებული (ამ შემთხვევაში დედა) ხელყოფს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ობიექტის სიცოცხლეს. ეს დანაშაული მორალური თვალსაზრისით საზარლად გამოიყურება _ დედა კლავს თავის საკუთარ შვილს, რომელიც 9 თვე მუცლით ატარა.
ყოველივე ეს გარემოება დღევანდელობაში სხვაგვარადაა გაგებული. კანონმდებელი ითვალისწინებს დედის ორგანიზმში, ორსულობის შედეგად წარმოქმნილ ფსიქოლოგიურ პათოლოგიებს, რაც განპირობებულია შემდეგი მოვლენების გამო: უპირველეს ყოვლისა ფეხმძიმობა, როგორც მოვლენა (და განსაკუთრებით მაშინ თუ იგი არასასურველია), დაბადების მოლოდინი, დაბადება და საერთოდ, დედობა დაკავშირებულია სიძნელეებთან. ფეხმძიმობა მეტად რთულ ფსიქიკურ ცვლილებებს ახდენს დედის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. არც თუ იშვიათად იწყება შიშის განცდები, აკვიატებული აზრების მოწოლა. დაბადება იქცევა კატასტროფულ მოვლენად დედის ორგანიზმისატვის. ქალი განიცდის მკვეთრ ფიზიკურ და ფსიქიკურ მოშლილობასა და ზოგჯერ არ არის გამორიცხული შეურაცხადობაც. სასამართლო პრაქტიკა იცნობს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა ჩადენილია ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. მეან-გინეკოლოგების განცხადებით დედა ასეთი პათოლოგიების დროს შეიძლება თვითმკვლელობის გადაწყვეტილების მიღებამდეც მივიდეს. დედის ეს პათოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ფეხმძიმობა არასასურველია დედისათვის, როცა ფეხმძიმობა მოხდა შემთხვევით, შეცდომით, გაუთვალისწინებლად, უკანონოდ, როცა ქალის ფსიქიკას ტანჯავს მომავალი დამოკიდებულების სირცხვილი, აშლილობა მშობლებთან, ახლობლებთან, საზოგადოებასთან, მოლოდინი ოჯახიდან გაძევებისა, ეკონომიკური და სულიერი მარტოობა და ა. შ.
ე.ი. 112 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე გვაქვს მაშინ, როდესაც; 1. ორსულობა ინცენტისან ქალზე ძალადობის შედეგია. 2. როდესაც ბავშვის დედა ქორწინებაში არ იმყოფება და ბავშვის დაბადებას მის რეპუტაციაზე არასასურველი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. 3. როდესაც დედობას შეიძლება მატერიალური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვეს. 4. როდესაც ბავშვის დაბადება ქალის ოჯახისათვის `მძიმე დარტყმა~ შეიძლება იყოს, ხელს შეუშლის მის კარიერას, გართულებას ოჯახში მის მდგომარეობას და სხვა. ამგვარი ჩამოთვლა, როგორც მთელი რიგი ავტორები აღნიშნავენ, უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.1
ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონით `ჯანმრთელობის დაცვის შესახებ~ საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს თვითონ განსაზღვროს შვილების რაოდენობა. თანამედროვე საქართველოში შესაძლებელია კონტრაცეპტივების ძველი და თანამედროვე საშუალებების გამოყენება, რითაც შეიძლება არასასურველი ორსულობისათვის თავის აცილება. ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია ყველა ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ ორსულს ექიმმა ჩაუტარა გასაუბრება და გავიდა გასაუბრებიდან კანონმდებლობით დადგენილი მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს ექიმებს უპირატესობა ნაყოფის სიცოცხლის დაცვას უნდა მიანიჭონ, არჩევანი ქალის პრეროგატივაა.
სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნებთან, სოციალური განვითარების დაზღვევის განვითარებასთან დაკავშირებით ბავშვები აღარ წარმოადგენენ შრომის რესურსს ოჯახში, მხოლოდ დაზღვეულ სიბერეს. თანამედროვე ქალს დღესაც სურვილი აქვს დედობისა, მაგრამ მისი რეპროდუქციული განწყობის მოტივაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.ეს მოთხოვნა უფრო მეტად სოციალურ-ფსიქოლოგიური, მორალური გახდა.
დედობა ყოველთვის დაკავშირებულია სიძნელეებთან, ზრუნვასთან, ხშირად თავგანწირვასთან. სამაგიეროდ იგი მთლიანად უპასუხებს ქალის ორგანიზმის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს_ მომატებულ ემოციურობას, დიდ ტავგანწირვას და ა. შ მხოლოდ დედობას მოაქვს სრული კმაყოფილება ცხოვრებაში და რაც უფრო ასაკოვანია ქალი მით უფრო მეტად გრძნობს ბავშვის ყოლის აუცილებლობას. სტატისტიკას თუ გადავხედავთ 112-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული უფრო ხშირად ახალგაზრდა დედებისგანაა ჩადენილი. არადა ქალის ასაკი 20-25 წელი, მეანობაში ოპტიმალურ ასაკადაა მიჩნეული, რადგან ამ ასაკის ქალებს, განსხვავებით 26-35 წლის ქალებისაგან ადვილი და უმტკივნეულო მშობიარობა აქვთ.
მაგრამ რატომაა ეს დანაშაული უფრო მეტად ახალგაზრდა დედებისგან ჩადენილი? ამაზე ნაწილობრივ გვქონდა საუბარი; თანამედროვე საქართველოში ახალგაზრდებს სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული, ახალგაზრდებში ნელნელა ძლიერდება უარყოფითისკენ მიბაძვის სიხშირე, ამას ზედ ერთვის დასავლური მენტალიტეტის შემოსვლა საქართველოში, რაც `ცივილიზაციას~ გადმოჰყვა და უამრავი საშუალებებით ვრცელდება.
თუ უფროს თაობათა აზრს გავითვალისწინებთ, ეს პროცესები სწრაფი ტემპით განვითარდა საქართველოში, რამაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. წარმოვიდგინოთ დღევანდელი ქართული ოჯახი: მშობლები და ზოგადად უფროსი თაობა კომუნისტური ტრადიციების მატარებლებიშვილები კი ხშირ შემთხვევაში თანამედროვეობას აყოლილნი. ასეთ შემთხვევაში შვილი ოჯახისაგან დამოუკიდებლობას ცდილობს, რადგანაც ფიქრობს, რომ ოჯახის წევრები, რომლებიც დცილობენ მის `შებოჭვას~ უბრალოდ ძველმოდურად აზროვნებენ. აღნიშნული საკითხი ცნობილი პრობლემაა და მასზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ნათელია, რომ არასასურველი ორსულობა, სწორედ ოჯახიდან სულიერი და ფიზიკური დამოუკიდებლობის შედეგია.
არასასურველი ორსულობის დროს ქალი ფიქრობს, რომ ნაყოფი მას არა მარტო რეპუტაციას შეულახავს, არამედ მომავალსაც დააკარგვინებს. ხშირ შემთხვევაში ასეთ პრობლემებს ზედ ერთვის მძიმე მატერიალური მდგომარეობა და მშობიარე დედაც ყველაფერში ნაყოფს ადანაშაულებს. მას ამ პრობლემის მოგვარების ერთად-ერთ საშუალებად ბავშვის მოშორება წარმოუდგენია. ამას მოწმობს, ბოლო წლებში გახშირებული ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა დედის მიერ ახალშომილის მკვლელობა. ბოლო ხანებში ასეთი ფაქტები ბევრგან დაფიქსირდა. მაგალითად: მცხეთაში (გარდაცვლილი ახალშობილი იპოვნეს ნაგავსაყრელზე), კასპში, ხაშურში (ასევე ნაგავსაყრელზე), თბილისსი არაერთი შემთხვევა და ა.შ
ასეთი საზარელი შემთხვევები მარტო საქართველოში არ ხდება. ასე მაგალითად ლატვიაში მოხდა ასეთი შემთხვევა: 25 წლის ვიქტორს და 23 წლის გალინა ნაჩეევებს ქორწინების პერიოდში ჰყავდათ ორი ქალიშვილი ირა და ტანია. 1999 წლის აპრილში გალინა კვლავ დაორსულდა და 2000 წლის 6 იანვარს გაუჩნდათ ბიჭი. მშობიარობა მათ საცხოვრებელ სახლში, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მოხდა. გალინამ მხედველობაში მიიღო რა ოჯახის მატერიალური პირობები, ისარგებლა იმით რომ მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა და გადაწყვიტა ბავშვი მოეკლა. გალინას სასამართლობ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ალიონა პომჩევამ (რომელიც ასევე ლატვიის მოქალაქე იყო) საკუთარი ახალშობილი მოკლა იმ მოტივით, რომ მას უბრალოდ ბავშვის გაზრდა არ სურდა. სასამართლომ მას სასჯელის მინიმალურ ვადაზე ნაკლები, 8 წელი მიუსაჯა. ასეთი სახის დანაშაულებები ლატვიაში სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით ისჯება და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ანდა უვადო თავისუფლების აღკვეთას.1
როგორც ვხედავთ ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსი დედის მიერ ახალშობილის მკვლელობას არ იხილავს ისე, როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, მაგრამ ამას სასამართლო ითვალისწინებს.
დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა რუსეთში 106 მუხლითაა რეგულირებული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთ წლამდე. იგი სამ მომენტს მოიცავს.
- დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა მშობიარობის დროს ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.
- აქ საუბარია ახალშობილის მკვლელობაზე ფსიქოლოგიური ტრამვის დროს. – (ექიმები ახალშობილად თვლიან ბავშვს, რომელსაც არ შესრულებია 1 თვე) ფსიქომატრამვირებელი სიტუაცია შეიძლება განვითარდეს იმის შედეგად, როდესაც ბავშვის დედას ეშინია, რომ ბავშვს მამა შვილად არ აღიარებს, აგრეთვე მშობლებთან და ნათესავებთან კონფლიქტით, უკანონო ბავშვის გამო და ა.შ
- რომ დედა ასეთ მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს მშობიარობამ და ჯანმრთელობის მძიმე პათოლოგიურმა მდგომარეობამ. ასეთი დანაშაული შეიძლება ჩადენილი იქნეს მოქმედებით და ასევე უმოქმედობით – რომ დედამ ახალშობილს საკვები არ მისცა და ამან განაპირობა მისი სიკვდილი.2
როგორც ვხედავთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლი და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლი თითქმის ერთმანეთის იდენტურია.
ახლა განვიხილოთ დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით. ამ დანაშაულის ობიექტი ახალშობილის სიცოცხლეა. სამედიცინო პრაქტიკაში ახალშობილად ითვლება ბავშვი ერთ თვემდე. უფრო მეტი ასაკის ბავშვის მკვლელობა შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენს მიერ განსახილველი მუხლით. დაბადების დასაწყისად კი ითვლება ის მომენტი, როდესაც ბავშვი დაბადების პროცესშია (ე.ი როცა ნაყოფმა დედის სხეულიდან იწყო გამოსვლა). მშობიარობის დამთავრებად კი ითვლება ის მომენტი როდესაც ბავშვი სრულიად გამოშორდება დედის ორგანიზმს, თუნდაც ჭიპლარით დაკავშირებული იყოს დედასთან.
ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობაში მშობიარობის ან უმალვე მშობიარობის შემდეგ. დანაშაული შეიძლება განხორციელდეს როგორც აქტიური მოქმედებით (დარტყმით, მოგუდვით), ასევე უმოქმედობით (საკვების, წამლის მიუცემლობით და ა.შ). ორი ან მეტი ახალშობილის მოკვლა დედის მიერ არ იწვევს კვალიფიკაციის შეცვლას.
სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება ყოველი შემთხვევის დროს აუცილებელია. (ექიმების აზრით კარგი იქნეოდა ყველა მშობიარეს წინასწარ, ორსულობის დროს ჩაუტარდეს გამოკვლევა, რათა ფსიქიკური გარდაქმების აღმოჩენის შემთხვევაში დაენიშნოს სპეციალური მკურნალობა).
განსხვავებული მუხლით დაზარალებულად გვევლინება მხოლოდ ახალშობილი ბავშვი. იმ საკითხის გადასაწყვეტად თუ რამდენი ხნის დაბადებულია ბავშვი, საჭიროა სასამართლო სამედიცინო კრიტერიუმები. საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკა იცნობს არაერთ შემთხვევას, როცა ასეთი მკვლელობა ხდება მშვიდად და თადარიგიანად, რომ იგი მზადდება ადრეულად, ხშირად იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს ქალმა აბორტის გაკეთებას და სხვ. სსკ. 112-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისას მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რომ მკვლელობა ხდება კანონით განსაზღვრულ მონაკვეთში.
სუბიექტური მხრივ დანაშაული ხასიათდება განზრახი ბრალით, ე.ი იგი შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი განზრახვით. პირდაპირი განზრახვის შემთხვევაში დედას გათვალისწინებული აქვს თავისი ქმედობის მართლწინააღმდეგობა, ითვალიწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის (სიკვდილის) დადგომის სესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, არაპირდაპირი განზრახვის დროს დედას გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედობის მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, არ სურს, ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.
დედის მიერ ახალშობილის მკვლელობის მოტივები და ემოციები შეიძლება სხვადასხვა იყოს, რასაც კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება მოსამართლემ მხედველობაში მიიღოს სასჯელის დანიშვნის დროს.1
სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი რამდენადაც მხოლოდ ახალშობილის დედაა, ამდენად იგი სპეციალურ სუბიექტადაც მიიჩნევა. ამ დანაშაულის თანამონაწილედ, ანუ წამქეზებლად ან დამხმარედ შეიძლება მოგვევლინოს სხვა პირებიც, მაგალითად ბავშვის მამა რომელიც, შეიძლება აძალებდეს ბავშვის მოკვლას, რათა მასაც გაუჩნდება პასუხისმგებლობა. ასევე მეანი ქალი და სხვ. იმ შემთხვევაში როცა ახალშობილს მკვლელობას სჩადის სხვა პირი დედის თანხმობით და მეტიც, მისი თხოვნით, ასეთი შემთხვევა უნდა დაკვალიფიცირდეს არა 112-ე მუხლით არამედ სსკ 108 მუხლით (მარტივი სახის მკვლელობა). თუ დედის მიერ ახალშობილის მკვლელობას თან ახლავს ისეთი დამამძიმებელი გარემოებები, რომლის შესახებაც აღნიშნულია 109-ე მუხლის რამდენიმე პუნქტში (მაგალითად არაერთგზის განსაკუთრებული სისასტიკით, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ა.შ), ასეთ შემთხვევაში დამამძიმებელ და პრივილეგირებულ შემადგენლობათა თანაფარდობის საერთო წესიდან გამომდინარე, ქმედობა უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ 112-ე მუხლით. სხვანაირად თუ ვიტყვით, იმ შემთხვევაში, როცა შეიმჩნევა დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ შემადგენლობათა კონკურენცია, მაშინ კვალიფიკაციის წესების შესაბამისად უპირატესობა ეძლევა პრივილეგირებულ შემადგენლობას. ე.ი რომელიც უფრო სრულად და ზუსტად შეიცავს პრივილეგირებულ დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტარულ აღწერას.
კანონმდებლის მიერ 112-ე მუხლით გათვალისწნებულ დანაშაულის შემადგენლობა მიიჩნევა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ალბათ იმით აიხსნება, რომ მშობიარობის მომენტში ქალი ყოველთვის არაა იმ მდგომარეობაში, რომ აღიქვას ახალშობილი როგორც დამოუკიდებელი არსება, მასში ხედავს მხოლოდ მის ნაყოფს, რომელსაც შეიგრძნობს როგორც ტკივილისა და ტანჯვის წყაროდ.
ლიტერატურა
- საქართველოს კონსტიტუცია 1995 წ.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 1999 წ.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია 1948 წ.
- ზაურ მჟავანაძე. სისხლის სამართლის კომენტარები. 2000წ.
- მზია ლეკვეიშვილი. სისხლის სამართალი კერძო ნაწილი. 1968 წ.
- რევაზ ნათაძე. ფსიქოლოგიის მოკლე კურსი. 1989 წ.
- ვ. მაყაშვილი, მ. მაჭავარიანი, თ. წერეთელი, თ. შავგულიძე. დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ. 1980 წ.
- ბორის ფურცხვანიძე. დანაშაული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ. 1960 წ.
- სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარები. 2002 წ.
- ვახტანგ ჟვანია. ქართველი იურისტები. 1961 წ.
- დავით გეგეშიძე. ევთანაზია მოწყალება თუ დანაშაული. 2003 წ.
- ფრენს ბეკონი. სიკვდილის თაობაზე. ახალი თარგმანები. 1992 წ.
- თამაზ შავგულიძე. აფექტი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. 1973 წ. (რუს.)
- დ. გეგეშიძე, გ. ვეკუა, ბ. მამულაშვილი სახელმძღვანელო `ბიოეთიკა~ 2001 წ.
- ჟურნალი `სამართალი~ 2002 წ.
ინტერნეტი www.rus.tvnet.lv. www.hernes.ru