დაგვიკავშირდით
+995 598 97 71 17 info.geoadvokati@gmail.com

დავით ახალაურის საადვოკატო გუნდი აცხადებს სტაჟირებას

პოზიციის დასახელება: სტაჟიორი 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი N15

პოზიციის ტიპი: თავისუფალი გრაფიკი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 მარტი, 2022 წ.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• იურისტის ზედამხედველობით სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობების, განცხადებების,ხელშეკრულებების და ა.შ. მომზადება
• სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე კვლევის გაკეთება
• საკანონმდებლო სიახლეების მუდმივი გაცნობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ბაკალავრის ხარისხი, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამართლის დარგში
• ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (სასურველია)
• გავლილი უნდა ქოდეს სამოქალაქო კოდექსი და სამოქალაქო პროცესო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი და საპროცესო კოდექსი, ზოგადი ადმინიტრაციულის კოდექსი და საპროცესო კოდექსი.
• Microsoft Office პროგრამების ცოდნა.
• სოციალურ ქსელების გამოყენების ძირითადი ასპექტების ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:
• სამართლებრივი წერის კარგი უნარი
• ხელშეკრულების მომზადების უნარი
• სამართლებრივი კვლევისა და ანალიზის უნარი
• პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა
• ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი
• ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე მუშაობის შესაძლებლობა
• განვითარებაზე ორიენტირებულობა
• ინიციატივების გამოჩენის სურვილი.

ჩვენ დაგახვედრებთ:
• კომფორტულ სამუშაო გარემოს
• მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას
• პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობას
• ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და ფოტოსურათი ელ-ფოსტაზე geoadvokati@gmail.com. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე სტატია